თამაშზე მისულმა გულშემატკივარმა 4 გატანილი გოლი იხილა. ანგარიში სტუმრებმა 27-ე წუთზე, კობა შალამბერიძის გოლით გახსნეს. პირველი ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ორბურთიანი გიორგი ვასაძემ (45) გახადა.
ზუგდიდელებს თამაშის გადარჩენის შანს 63-ე წუთზე, აკაკი წყაროზიას გოლის შემდეგ მიეცათ, მაგრამ იმედები 77-ე წუთზე ვილი ისიანმა დაუსამარა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ ბოლნისელები 26 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდნენ, "ზუგდიდი" კი 11 ტურის შემდეგ 5 ქულით ბოლოსწინა, მე-15 პოზიციას იკავებს.
უმაღლესი ლიგა. გადადებული მატჩი: ბოლნისის "სიონმა" სტუმრად ზუგდიდში მოიგო