უმაღლესი ლიგა. გადადებული მატჩი: "სიონმა" ზუგდიდში მოგებით მეორე ადგილზე აინაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 14 ნოემბერს უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ზუგდიდმა" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

თამაშზე მისულმა გულშემატკივარმა 4 გატანილი გოლი იხილა. ანგარიში სტუმრებმა 27-ე წუთზე, კობა შალამბერიძის გოლით გახსნეს. პირველი ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ორბურთიანი გიორგი ვასაძემ (45) გახადა.

ზუგდიდელებს თამაშის გადარჩენის შანს 63-ე წუთზე, აკაკი წყაროზიას გოლის შემდეგ მიეცათ, მაგრამ იმედები 77-ე წუთზე ვილი ისიანმა დაუსამარა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ ბოლნისელები 26 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდნენ, "ზუგდიდი" კი 11
ტურის შემდეგ 5 ქულით ბოლოსწინა, მე-15 პოზიციას იკავებს.
უმაღლესი ლიგა. გადადებული მატჩი: ბოლნისის "სიონმა" სტუმრად ზუგდიდში მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული