ხობის "კოლხეთის" დირექტორი: წაგებისთვის თანხა "ლიახვის" ფეხბურთელს შესთავაზეს

AutoSharing Option
გარიგებასთან დაკავშირებული ეჭვის გამო 29 ნოემბერს გასამართი საქართველოს პირველი ლიგის მატჩი ხობის "კოლხეთსა" და ცხინვალის "ლიახვს" შორის გადაიდო. ფაქტთან დაკავშირებით ხობში თვით სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ჩავიდა... ამ უკანასკნელის თქმით, დაწყებულია გამოძიება.

ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით, Sportall.ge ხობის "კოლხეთის" დირექტორს, კობა კობახიძეს დაუკავშირდა.

- რეალური მიზეზი არ ვიცი. როგორც მითხრეს, "ლიახვის" ფეხბურთელისთვის დაურეკიათ და თანხა შეუთავაზებიათ მარცხისთვის. შეხვედრა მოწინააღმდეგე მხარემ ჩაშალა, ამიტომ სჯობს მათ გაესაუბროთ.

- საერთოდ, ბოლო ხანს ბევრს
საუბრობენ პირველ ლიგაში საეჭვო მატჩების შესახებ...

- საუბარი მართლაც არის და თან, საკმაოდ ბევრი, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ ფაქტებს არავინ დებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემპიონატი კი არა, იმენნა ფულის საჭრელი დაზგაა. ხმის ამომღები არავინაა. თვითონ ფეხბურთელები არიან ჩუმად და ვინ უნდა იყვიროს გულშემატკივრის გარდა?!
ზორო
17:14 30-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული