კახი გოგიჩაიშვილი "ცხინვალის" დუბლების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, კახი გოგიჩაიშვილი "ცხინვალის" დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

47 წლის გოგიჩაიშვილს ქართველი გულშემატკივრების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ის წლების განმავლობაში იყო თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი, თამაშობდა საქართველოს ნაკრებში; ამას გარდა, იყო "გურიის", "შევარდენის", "სამტრედიის", "ჰაპოელის", "ნიჟნი ნოვგოროდის", თბილისის "ლოკომოტივისა" და "მერანი-ოლიმპის" ფეხბურთელი.

2012 წელს გოგიჩაიშვილმა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი და "ზესტაფონის" მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას (რომელიც დღეს "ცხინვალს" ავარჯიშებს) ასისტენტად იმუშავა. მერე იყო თბილისის "დინამოსა" და "გურიის" დამრიგებელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული