რევაზ ჩელებაძე: "შუქურას" დატოვება კიდევ რამდენიმე მოთამაშეს მოუწევს

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურაში" საკადრო ცვლილებები დაიწყო. შევიტყვეთ, რომ გუნდიდან წავიდნენ მეკარე თემურ კაკალაძე და ნახევარმცველი ლევან შარიქაძე. კლუბის დირექტორის, რევაზ ჩელებაძის თქმით, ორივე მათგანმა გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

კაკალაძე "შუქურაში" 2012 წლიდან თამაშობდა, შარიქაძე კი წლეულს, ზაფხულში ჩაირიცხა.

"ამ ორი ფეხბურთელის გარდა, ცხადია, გუნდის დატოვება კიდევ რამდენიმე მოთამაშეს მოუწევს, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყვი, სიაში ვინ მოხვდება და ვინ დაგვემატება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ბიუჯეტი გვექნება. ამ საკითხში კი ჯერაც გაურკვევლობაა.

მალე გვეცოდინება, რა სახსრები იქნება ჩვენს განკარგულებაში და ამის მიხედვით
ვიმოქმედებთ", - ამბობს ჩელებაძე.

ქობულეთელთა ხელმძღვანელი ამბობს, რომ საკადრო პოლიტიკის რადიკალურად შეცვლა სურს:

"საკადრო ცვლილებების დეტალებში ჯერ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვართ. ჩვენ პირველ წრეში მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად ვითამაშეთ, მაგრამ უკვე განსაზღვრული გვაქვს, რომ აქცენტს ახალგაზრდებზე ავიღებთ.

რა თქმა უნდა, გამოცდილი ბიჭების გარეშე საქმე ვერ გაკეთდება და ამის კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ. ახალგაზრდები მათ გვერდით გაიზრდებიან. რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი გვეყოლება, დანარჩენი კი - ადგილობრივი.

გვსურს, რომ საკუთარ აღზრდილებს სულ უფრო თამამად დავეყრდნოთ. ადრე თუ გვიან, "შუქურას" ეს პოლიტიკა დადებით შედეგს მოუტანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ როგორმე სტადიონზე ბუნებრივი საფარი დააგოთ,აჭარაში ბალახი ნამდვილად ხარობს, ნორვეგია ხო არ ვართ თუმცა იქაც არის ბუნებრივ საფარიანი სტადიონები, ფეხბურთელებისთვის უკეთესი იქნება.
bebeto
19:03 27-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული