მერანი-პირინი 2:3 - მარცხი ბულგარელებთან ხისტ თამაშში

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მარტვილის "მერანმა" მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ბულგარეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ "პირინთან" 2:3 დამარცხდა.

თამაში საკმაოდ ხისტი გამოდგა. ბულგარელები სამი ბურთით გავიდნენ წინ. "მერანმა" თამაშის გადარჩენა სცადა და მეორე ტაიმი კარგადაც ჩაატარა, თუმცა მხოლოდ ორ საპასუხო გოლს გამორჩა.

პირველ ეპიზოდში, ნოდარ კიკნაველიძის აქტიურობის შემდეგ, ბურთი დათა ციცხვაიამ მიიღო და გადააწოდა შოთა ჯიქიას, ვინც ერთი შეხებით გაიტანა.

მეორე გოლი ვასიკო კენჩხაძის (ბესიკ ჩიმაკაძის პასით) ანგარიშზეა.

მერანი: სევოსტიანენკო, მელიავა, გიორგაძე, ი. ციცხვაია, გეგია, ჯღამაია, გოგუაძე, ხაბელაშვილი, აშორტია, შენგელია, დ. ციცხვაია;
შეცვლაზე შევიდნენ: მამალაძე, ორბელაძე, რუხაია, კენჩხაძე, ჩიმაკაძე, ჯიქია, გაზდელიანი, გოგოლიძე, გოგუაძე, კიკნაველიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული