უმაღლესი ლიგა. XXI ტური: "სამტრედიამ" მოიგო და ისევ მეორეა [VIDEO]

AutoSharing Option
18 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიოანტის უმაღლესი ლიგის XXI ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა "სამტრედიამ", რომელმაც შინ "ზუგდიდს" ლაშა შერგელაშვილის დუბლით მოუგო და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია დაიბრუნა. ახლა "სამტრედიასაც" და "დილასაც" 44 ქულა აქვთ, ლიდერ თბილისის "დინამოს" 11 ქულით ჩამორჩებიან.

ასევე ორი უპასუხო გოლი გაუტანა "ჩიხურამ" ივანწმინდაში გამართულ საშინაო მატჩში ბათუმის "დინამოს", ხოლო ქობულეთში "შუქურამ" თბილისის "ლოკომოტივს" სძლია - 2:1.

გოლი არ გასულა "სიონი"-"საბურთალოსა" და "ცხინვალი"-"ტორპედოს" მატჩებში.

შეგახსენებთ, რომ ტური 17 მარტს, "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა"
და გორის "დილას" დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

ტურის დარჩენილი ორი მატჩი შაბათს, 19 მარტს გაიმართება. თერჯოლის "საპოვნელა" ზესტაფონში ფოთის "კოლხეთს" მიიღებს, ხოლო ლანჩხუთში "გურია" მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
18.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ზუგდიდი 2:0
გოლი: 1:0, 2:0 ლაშა შერგელაშვილი (33, 74).
გაძევება: ვალიკო ტყემალაძე (65, ზუგდიდი).

18.03. ივანწმინდა

ჩიხურა-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: 1:0 დავით ვოლკოვი (2), მიხეილ სარდალიშვილი (72).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

18.03. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-ლოკომოტივი 2:1
გოლები: 1:0 თორნიკე მოსიაშვილი (15), 2:0 ელგუჯა ლობჟანიძე (22), 2:1 დავით ჩაგელიშვილი (62).
გაცუდებული პენალტი: რატი არდაზაშვილი (68, ლოკომოტივი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

18.03. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-საბურთალო 0:0
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

18.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ცხინვალი-ტორპედო 0:0
გაძევება: დავით მაისაშვილი (61, ცხინვალი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
დინამო (თბ)-დილა 0:1 - თავდაყირა დამდგარი ლოგიკა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
FCD(Football club Dila)
1) საწყენად არაფერი იყო ნათქვამი
2) ფაქტი შესდგა 5-0
3) დაველოდოთ 2 აპრილს და საბოლოო ანგარიშს
4) ეს სპორტია და არა ომი
5) სამწუხაროდ ვერ ვესწრები 2-ში თამაშს, მაგრამ წინასწარ დიდ მადლობას გიხდით VIP ლოჟისათვის, თუ არის საშუალება რომ ჩემს მაგივრად სხვა ადამიანი ისტუმროთ სამტრედიიდან,დიდ პატივს დამდებთ.
jango
19 მარტი 2016 11:57
0
Jango me vizruneb piradad ro VIP lojidan gayurebino dila samtredias DA naxav Vin dadgeba tavis adgilas.
fcd
19 მარტი 2016 07:46
0
ხართ.
მაინც რა ....
19 მარტი 2016 01:40
0
... იმედია რომ ბათუმის დინამო თბილისისას მასტერ კლასს ჩაუტარებს შემდეგ ტურში, ხოლო სამტრედია გორელებს უჩვენებს რომ ტყუილად არ მოუგიათ 5-0 და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება!
jango
18 მარტი 2016 17:51
0

სიახლეები პოპულარული