10:50 07-04-2016
გურია-დილა 0:1 - შეცვლები რომ არა... [VIDEO]
AutoSharing Option
მაშუკოვიც და ჩელებაძეც გორელთა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა შეცვლაზე შეიყვანა და გაუმართლა კიდეც - პირველმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მეორემ კი თამაში გაამწვავა...
ასევე კარგად ჩაერთო შეხვედრაში "გურიის" კიდევ ერთი ლეგიონერი კარლოს სმოლი, ვინც გურულთა ყველაზე ღირებული ხიფათი შექმნა - პანამელი დებიუტანტი სისწრაფისა და ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე მეტოქეს გასცდა, საჯარიმოში შესულმა კარგადაც დაარტყა, მაგრამ "დილა" მეკარემ გადაარჩინა.
მერე ანალოგიური საფრთხე "გურიის" კართანაც შეიქმნა - ასევე შეცვლაზე შესულ თენგიზ წიქარიძის დარტყმულზე ჩინებული რეაქცია უკვე გურულთა სერბმა მეკარემ გამოავლინა.
სანამ მწვრთნელები შეცვლებს მოახდენდნენ, მოედანზე ღირებული თითქმის არაფერი ხდებოდა - თუ არ ჩავთვლით, პირველ წუთებში გიორგი კახელიშვილის დარტყმის შემდეგ "გურია" პენალტს რომ ითხოვდა, და ირაკლი ძარიას ორ მცდელობას - ერთი მეკარემ იოლად რომ აიღო, მეორე შემთხვევაში კი კარის ხაზიდან გიორგი გამყრელიძემ გამოიტანა.
სხვა მხრივ, ორივე გუნდს ბევრი წუნი ჰქონდა - მოქმედი ჩემპიონი სტატუსის შესაფერისად ვერ თამაშობდა, ხოლო "გურიას" უკვე ეტყობოდა ახალი მწვრთნელის, თემურ მახარაძის ხელი, თუმცა ეს ჯერ საკმარისი არ აღმოჩნდა.
მატჩის მიმდინარეობამ გამოცდილ სპეციალისტს ბოლოსწინა წუთზე ახალი ფორვარდის, ჟუნიორის გამოყვანაც უკარნახა, მაგრამ ის ჯარიმა, რომლის დროსაც შეცვლა მოხდა, ლანჩხუთელთათვის საბედისწეროდ დასრულდა...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIII ტური
06.04. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-დილა 0:1
გოლი: 0:1 მაშუკოვი (89)
გურია: იოვანოვიჩი, ჩადუნელი, კილაძე (46. სმოლი), პატერსონი, ნოზაძე, ზოზულია, მოროზენკო, ალავერდაშვილი, ნუნიესი, კახელიშვილი (68. შტანდერი/89. ჟუნიორი), გამყრელიძე.
სათადარიგოები: იმერლიშვილი, ბენეტი, გუჯაბიძე
მწვრთნელი: თემურ მახარაძე
დილა: მუჯრიშვილი, სამხარაძე, კვირკველია, ბაგაევი, ხურცილავა, ნონიკაშვილი (75. წიქარიძე), ფალავანდიშვილი, ძარია (73. მაშუკოვი), ღონღაძე, მოდებაძე, მარცვალაძე (82. ჩელებაძე).
სათადარიგოები: ლეგაშვილი, ქარქუზაშვილი, გამცემლიძე, თექთურმანიძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ბაგაევი (48), ჩადუნელი (49)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 17
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 13
მომდევნო, XXIV ტური
10 აპრილი, კვირა
კოლხეთი -ჩიხურა
საბურთალო-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-გურია
დილა-სიონი
მერანი-საპოვნელა
ტორპედო-სამტრედია
ზუგდიდი-შუქურა
ცხინვალი-დინამო (თბ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული