12:40 25-04-2016
დილა-საპოვნელა 3:1 - ძლივს ნაპოვნი გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
ეს მხოლოდ ერთი კომპონენტია მიზეზთა იმ წყებაში, თუ რატომ უჭირს მეორე წრეში "დილას" სასურველი შედეგის მიღწევა. ამ მიზეზთა შორის კი ყველაზე წინ, ვფიქრობთ, ისევ და ისევ ფინანსური პრობლემები და ტრავმირებული ფეხბურთელების მთელი რიგი უნდა იყოს...
არადა, თერჯოლელები გორში თითქოს წაგებას შეგუებულები ჩამოვიდნენ. თამაშის დაწყებამდე ეს გუნდების განაცხადითაც ჩანდა, რადგან სათადარიგოთა სკამზე სტუმრებს 7-ის ნაცვლად, სულ 4 ფეხბურთელი ჰყავდათ გამწესებული და 3 შეცვლიდან ორს იმ ნომრიანი მაისურაც არ სცმია, რომელიც განაცხადში ჰქონდა მითითებული...
პირველივე წუთებიდან "დილას" ხელთ ეპყრა თამაშის სადავეები, აკონტროლებდა ბურთს და ლამის მთელი გუნდი მეტოქის ნახევარზე იყო დაბანაკებული. უკვე მე-4 წუთზე თემურ ღონღაძის შეჭრა საჯარიმოში და კარის გასწვრივ ირაკლი მოდებაძისთვის გაკეთებული პასი გოლად უნდა ქცეულიყო, მაგრამ თერჯოლელთა გოლკიპერის სწრაფმა რეაქციამ ანგარიშის გახსნა გადადო.
ათ წუთში მასპინძელთა ამ დუეტმა როლები გაცვალა - ამჯერად, მოდებაძემ ჩაუწოდა დასარტყმელ პოზიციაზე გასულ ღონღაძეს და მანაც თავით გადაგზავნა ბურთი კარში - 1:0.
გოლის ავტორი "დილაში" ამ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ძალიან ხშირად და მწვავედ ერთვებოდა მარჯვენა ფლანგიდან იერიშებში და სახიფათო პასებითაც ამარაგებდა თანაგუნდელებს.
გატანილი გოლის შემდეგ მოედანზე დომინანტი "დილა" გახდა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს გორელებს არსად ეჩქარებოდათ ამ "ისედაც მოგებული მატჩის" გამარჯვებამდე მიყვანა და მორიგი გოლის გატანის სურვილს ნაპერწკალი აკლდა.
მეორე ტაიმში სტუმრებმა ფხა გამოაჩინეს. უკვე 47-ე წუთზე ფლანგზე უშანგი ბანძელაძის ჩარბენა არავინ შეაჩერა და მისი პასით კარის სიახლოვეს მყოფი გიორგი ბუხაიძის თავური მცირედით გადასცდა ხარიხას. ეს სიგნალი იყო იმის მაუწყებლად, თუ რა დაემართებოდა "დილას", ფხიზლად თუ არ მიუდგებოდა საქმეს. მაგრამ მასპინძელმა მცველებმა ცოტა ხანში ისევ დაკარგეს კონცენტრაცია და ბუხაიძემ ამჯერად მიზანი გაასწორა - 1:1.
მატჩის დასრულებამდე დარჩენილი იყო დაახლოებით ნახევარი საათი. ტრიბუნებზე მყოფმა გორელთა დისკვალიფიცირებულმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა თანაშემწეებს შეცვლების განხორციელებისა და შეტევის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ მოუწოდა. უნდა ითქვას, რომ სამივე სამარქაფომ (ლევან ნონიკაშვილი, გიორგი ჩელებაძე, ისლამ მაშუკოვი) გაცემული ავანსები გაამართლა - მათ გოლი და საგოლე პასები მიითვალეს.
"დილა" მეტოქის საჯარიმოს მისადგომებს მიეძალა. ვერ ვიტყვით, რომ სტუმართა დაცვით ზღუდეებში სივრცეები არ ჩანდა, ან მასპინძლებს საგოლე ეპიზოდების შექმნა უჭირდათ. პირიქით, ალბათ გორელთა 5-6 ფეხბურთელს რამდენჯერმე მართებდა გიორგი სომხიშვილის კარის აღება, თუმცა ხშირ შემთხვევაში არათუ გადამწყვეტი დარტყმა მოიკოჭლებდა, არამედ ზოგჯერ ორიოდ მეტრიდანაც კი ვერ ხერხდებოდა თუნდაც ბურთის დარტყმა...
ამ ვითარებაში, "დილას" მშველელად შეცვლაზე შესული ახალგაზრდა გორელი ფეხბურთელი ლევან ნონიკაშვილი მოევლინა, რომელმაც ცოტა ხნის წინ "სიონთან" მატჩშიც გაიტანა გადამწყვეტი გოლი.
87-ე წუთზე, როცა ამდენი ქარს გატანებული მომენტით უკმაყოფილო მაყურებელი ტრიბუნაზე ღელავდა, ნონიკაშვილმა ისლამ მაშუკოვის მიერ ჩაწოდებული ბურთი კარიდან ათიოდ მეტრში მკერდზე მიიღო და მიწაზე დაუშვებლად უძლიერესი დარტყმით ლამაზად გაახვია ბადეში - 2:1.
ერთ წუთში, უკვე გატეხილ "საპოვნელას" ისევ გამოეპარა ზუსტი ფლანგური პასი გიორგი ჩელებაძისგან და მოდებაძემ ახლო მანძილიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
23.04. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-საპოვნელა 3:1
გოლები: 1:0 ღონაღაძე (14. მოდებაძის პასით), 1:1 ბუხაიძე (64), 2:1 ნონიკაშვილი (87. მაშუკოვის პასით), 3:1 მოდებაძე (88. ჩელებაძის პასით)
დილა: ლეგაშვილი, ღონღაძე, კვირკველია, ბაგაევი, სამხარაძე, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, ძარია (75. მაშუკოვი), თექთურმანიძე (64. ნონიკაშვილი), მოდებაძე, მარცვალაძე (82. ჩელებაძე).
სათადარიგოები: მარიამიძე, გამცემლიძე, ქარქუზაშვილი, ელიაშვილი
მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი
საპოვნელა: სომხიშვილი, ბანძელაძე, ენდელაძე, ნარიმანიძე (86. მაჭავარიანი), ბერუაშვილი (75. ჭელიძე), გულუა, ოდიკაძე, ქათამაძე, მაკარიძე (54. ბიბილეიშვილი), ტყეშელაშვილი, ბუხაიძე.
სათადარიგო: გიორგაძე
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
გაფრთხილება: გულუა (42), ბაგაევი (75)
არბიტრი: ლ. სილაგავა
ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13
XXVII ტური
30 აპრილი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
ლოკომოტივი-დილა
მერანი-კოლხეთი
სამტრედია-დინამო (თბ)
გურია-ჩიხურა
საპოვნელა-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
სიონი-ცხინვალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Vigac vigaceebs meriashi DA guberniashi mosvla ro gindat gunds mixedet tore minimum 10000 Xmas daiklebt tqve glexebo gamgebi gaigebs vizec maq laparaki...
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული