უმაღლესი ლიგა. XXVII ტური: გორის "დილამ" "ლოკომოტივს" მოუგო

AutoSharing Option
30 აპრილს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XXVII ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გორის "დილა" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

სტუმრებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. 21-ე წუთზე ანგარიში ოთარ მარცვალაძემ გახსნა, ოთხიოდე წუთში კი სხვაობა ორბურთიანი ირაკლი ძარიამ გახადა. მატჩის მიწურულს მსაჯმა მეორე გაფრთხილებისთვის მოედანი რატი არდაზაშვილს დაატოვებინა.

უმაღლესი ლიგა. XXVII ტური: ჩემპიონი "დინამო" სამტრედიაში დამარცხდა

27 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის "დინამოა" 67 ქულით. 57 ქულა აქვს "სამტრედიას", გორის "დილა" კი 56
ქულით მესამეა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
30 აპრილი
თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-დილა 0:2
გოლები: 0:1 ოთარ მარცვალაძე (21), 0:2 ირაკლი ძარია (25)
გაძევება: რატი არდაზაშვილი (ლოკ. 90).

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-დინამო (თბ) 2:1
გოლები: 1:0 გივი იოსელიანი (18), 1:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (29), 2:1 დავით ჯიქია (56).
გაძევება: ნიკოლოზ გელაშვილი (დინ. 80), ბექა მიქელთაძე (დინ, 88). გიორგი ახალაძე (სამტ, 90), ოთარ კაკაბაძე (დინ, 90).

ზემო ეწერი
ზუგდიდი-საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 გიორგი ხარაიშვილი (88).
გაძევება: ირაკლი ქობალია (ზუგ, 67), ლევან წურწუმია (ზუგ, 90).

ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ტორპედო 2:3
გოლები: 0:1 გიორგი კუხიანიძე (პენ. 9), 1:1 ზურაბ მალანია (15), 1:2 ვაჟა ტაბატაძე (22), 1:3 ოთარ კვერნაძე (45), 2:3 თორნიკე მოსიაშვილი (89).

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
მერანი-კოლხეთი 1:1
გოლები: 1:0 გიორგი ციმაკურიძე (20), 1:1 გიორგი ციმაკურიძე (ავტ. 43).

ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე
გურია-ჩიხურა 1:3
გოლები: 1:0 ირაკლი კვეკვესკირი (1), 1:1 დავით ვოლკოვი (14), 1:2 გიორგი რეხვიაშვილი (32), 1:3 ლაშა კუჭუხიძე (39).

ბოლნისი. თამაზ სტეფანია
სიონი-ცხინვალი 1:3
გოლები: 0:1 ვილი ისიანი (51), 1:1 დიმიტრი ტატანაშვილი (პენ. 54), 1:2 ლაშა ქოჩლაძე (83), 1:3 ზვიად ლობჟანიძე (90).

ზესტაფონი. დავით აბაშიძე
საპოვნელა-დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 1:0 გიორგი ბუხაიძე (პენ. 35), 1:1 ბექა ჭკუასელი (61), 2:1 გიორგი ტყეშელაშვილი (79).

 

მკითხველის კომენტარები / 4 /
თბილისის დინამო ხომ ფინალშია სულ.
გიო
14:16 01-05-2016
0
სამტრედია რატომ უნდა იყოს მეორეზე ეგ თვენახევრიანი გუნდი რაღაც "გამოცდილი" ფეხბურთელების ჯგუფი შეკრიბეს და მეორეზე არიან მთავარია ევროტურნირზე გავიდნენ კაცო და ასიათასი მაინც ჩაერიცხოთ პირველ ეტაპზევე რომ გამოვარდებიან
_svani_
13:22 01-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული