11:15 03-05-2016
ლოკომოტივი-დილა 0:2 - კლასი და გამოცდილება [VIDEO]
AutoSharing Option
"ბედნიერი ვარ, რომ მშობლიურ კლუბში დავბრუნდი. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. "ლოკომოტივში" თბილი და ჯანსაღი ატმოსფეროა შექმნილი. ბევრი გამოცდილი და საინტერესო ფეხბურთელი დამხვდა. ძალიან კარგი ბაზაა საგურამოში, ეს კი წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარება.
რაც შეეხება გორის "დილასთან"თამაშს, მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს. იმედია, თავის გამოჩენის საშუალება მექნება", - ამბობდა დარციმელია მატჩამდე.
მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან "ლოკომოტივი" "დილასთან" მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობით ვერ მოემზადა. ტრავმის გამო თბილისელებს აკლდათ მეკარე რევაზ თევდორაძე და წინახაზელები - გიორგი ხიდეშელი, რევაზ ჩიტეიშვილი, ერეკლე სულთანიშვილი, დემურ ჩიხლაძე, ბაჩანა ცხადაძე, შერმადინ ართმელაძე და ვატო არველაძე, პლუს ამას, დისკვალიფიცირებულები იყვნენ გიორგი გაბაძე და დავით უბილავა.
ცნობილია, რომ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი მანამდე დისკვალიფიცირებული გახლდათ, მაგრამ...
"ლოკომოტივის" დამრიგებელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი სათარიგოთა სკამზე ვიხილეთ, ხოლო უჩა სოსიაშვილი ტრიბუნაზე იმყოფებოდა და მის ნაცვლად გუნდს რამაზ სოლოღაშვილი ხელმძღვანელობდა. აღმოჩნდა, რომ "ლოკომოტივმა" დისციპლინარების სასჯელი გაასაჩივრა. კოდექსის თანახმად კი, ვიდრე საჩივარს განიხილავენ და საბოლოო ვერდიქტი გაცხადდება, მწვრთნელს სათადარიგოთა შორის ყოფნის უფლება აქვს...
თამაში კი აქტიურად დაიწყო "ლოკომოტივმა", მაგრამ მასპინძლებს სერიოზული ვერაფერი გამოსდიოდათ. სტუმრებმა კი მალე კლასი გამოავლინეს და შეიძლება ითქვას, საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს. ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა - თემურ ღონღაძე საჯარიმოში შეიჭრა, სამ მცველთან ბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა და პენალტის ნიშნულთან მარტო დარჩენილი ოთარ მარცვალაძე შენიშნა, რომელმაც ბურთი მიზანში აუღელვებლად გადაგზავნა - 0:1.
25-ე წუთზე ლოკომოტიველებს კიდევ ერთხელ "ჩაეძინათ" და "დილამ" ანგარიში გაზარდა. ამჯერადაც მარცვალაძემ იაქტიურა - საჯარიმოში კარგად შეიჭრა და კარის წინ გიორგი თექთურმანიძე მოძებნა. ამ უკანასკნელის დარტყმა მეკარე ლაზარე კუპატაძემ მოიგერია და დამატებაზე ირაკლი ძარიასაც გადაეღობა, მაგრამ მესამე "გასროლის" წინააღმდეგ ვეღარაფერი გააწყო - 0:2. მოკლედ, კლასმა და გამოცდილებამ თავისი გაიტანა.
42-ე წუთზე "ლოკომოტივი" ირაკლი მოდებაძის შეტევის შემდეგაც გადარჩა, როცა ის მცველსაც გასცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩა. მასპინძლებმა საგოლე მომენტები მხოლოდ ამის შემდეგ შექმნეს. დარციმელიას დარტყმა ჯერ გორელთა მეკარე დავით ლეგაშვილმა მოიგერია, მერე კი თბილისელთა ფორვარდმა მიზანს ააცილა.
მეორე ტაიმში "ლოკომოტივი" ბევრად უფრო აქტიურად ათამაშდა. კარის აღებას ცდილობდნენ ალეკო მზევაშვილი, დავით ჩაგელიშვილი, რატი არდაზიშვილი, ძელს მოარტყა ბურთი ლექსო ბენაშვილმა, შანსი ვერც მეკარესთან პირისპირ გასულმა დარციმელიამ გამოიყენა.
გორელები კი დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ და პერიოდულად მწვავე კონტრშეტევებსაც ახერხებდნენ. მარცვალაძემ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა.
საბოლოოდ კი "დილამ" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
"ლოკომოტივმა" კი მდგომარეობა გაირთულა, რადგან დარჩენილ სამ შეხვედრაში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად 5 ქულა სჭირდება. ამას გარდა, "დილასთან" ბოლო წუთზე მოედნიდან რატი არდაზიშვილი გააძევეს და შემდეგ ტურს გამოტოვებს. ხოლო გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია დაშავდა და ჯერ უცნობია, ტრავმა რამდენად სერიოზულია.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
30.04. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-დილა 0:2
გოლები: 0:1 მარცვალაძე (21. ღონღაძის პასით), 0:2 ძარია (25)
ლოკომოტივი: კუპატაძე, გეთიაშვილი, ჭანტურია (70. პატარკაციშვილი), ბ. მახარაძე (60. ბენაშვილი), ფოფხაძე, ქიქავა, სამურკასოვი, მზევაშვილი, დიასამიძე (46. არდაზიშვილი), ჩაგელიშვილი, დარციმელია.
სათადარიგოები: მიქავა, კიკაბიძე, გავაშელიშვილი, ქანთარია
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
დილა: ლეგაშვილი, ღონღაძე, ქარქუზაშვილი, კვირკველია, სამხარაძე, ნონიკაშვილი, ძარია, ფალავანდიშვილი (60. ჩელებაძე), თექთურმანიძე (59. საბაძე), მარცვალაძე (78. მაშუკოვი), მოდებაძე.
სათადარიგოები: მარიამიძე, გამცემლიძე, თომაშვილი, ელიაური
მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი (უჩა სოსიაშვილი დისკვალიფიცირებულია)
გაფრთხილება: ძარია (52), ნონიკაშვილი (68), არდაზიშვილი (85), ბენაშვილი (90)
გაძევება: არდაზიშვილი (90+2)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20
ო. მარცვალაძე (დილა) 16
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
XXVIII ტური
8 მაისი, კვირა
კოლხეთი-სამტრედია
ზუგდიდი-მერანი
დილა-საბურთალო
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ტორპედო-საპოვნელა
ცხინვალი-შუქურა
9 მაისი, ორშაბათი
დინამო (თბ)-გურია
ჩიხურა-სიონი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
...დილას დანაკლისს შეგახსენებთ: კაპიტანი კვახაძე, ხურცილავა, პაპავა, ბაგაევი, ერისთავი, კვირკვია, მუჯრიშვილი და ა.შ.. ასე რომ ახალგაზრდა ლოკომოტიველების გაპრავება არ გვინდა...
0
0
Nika chanturias nairi zrdulobiani kaci saqartvelos chempionatshi moedanze armeguleba DA magrad mewyina mag is tranva,Margo lokos aryavs lazaretshi xalxi dilasic naxet ramdgomareobashi arian
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული