მერაბ ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა სურს?

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის შეხვედრას, რომელიც ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოსა" და თერჯოლის "საპოვნელას" შორის 8 მაისს გაიმართა, მერაბ ჟორდანიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, მერაბ ჟორდანიას წარმომადგენლები, თავდაპირველად, ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად, "ტორპედოს" მატჩს დაესწრნენ, შემდეგ კი კლუბის ბაზა მოინახულეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ზურაბ ჩაკვეტაძეს დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაგვიდასტურა.

თუ რატომ და რა მიზნით სტუმრობდნენ მერაბ ჟორდანიას წარმომადგენლები კლუბს, უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი "ტორპედოს" შეძენითაა დაინტერესებული. შევიტყვეთ ისიც, რომ ჟორდანია
ახლა საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ჩამოსვლას ორ კვირაში აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი წლის წინაც იყო საუბარი ჟორდანიას მიერ "ტორპედოს" შესაძლო შეძენის თაობაზე, თუმცა მაშინ ჟორდანიამ უარყო ხმები და აღნიშნა, რომ მზად იყო, "ტორპედოს" ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში რჩევების სახით დახმარებოდა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
არ მჯერა ჟორდანიასი, კოკაია დააბრუნოს ამ ფედერაციამ ფეხბურთში!!!
anti
10 მაისი 2016 20:00
0
იყიდის და ისევ ისეთი გუნდი იქნება,როგორიც ჟორდანიაა...მაგას ხომ ყველაფერში ფულის კეთება უნდა....
status quo
10 მაისი 2016 16:46
0
:პ რაის გურია სადაც ტორპედოა კაი რა )) ფიფია მოვდივართ გიხაროდეთ .....
ser
10 მაისი 2016 16:26
0
Qomagi ara qartuli sityva turqulia
912
10 მაისი 2016 16:06
0
Torpedos stadionze ise "aqebdit" da "adidebdit" lozhashi mjdom merabias rom aramgonia iyidos warmatebebs gisurvebt ise qutaiselebsac da gundsac
912
10 მაისი 2016 16:02
0
მეიცა ბიჭო!! ასე რამ გაგაწიწმათათ ქუთათურები!!! ყველაფერში ასიანია jarji21. ქუთაისელებმა "ბალელშიკობა", ისე როგორც თავის დროზე თბილისელებმა, ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ ახლა ორივე კავკასიური ველური ტომის წარმომადგენლებივით იქცებიან (განსაკუთრებით ქუთაისში). რომელ გუკშემატკივრობაზეა საუბარი, როცა 100 კაცი ძლივს გროვდება ქვეყნის ჩემპიონატის ცენტრალურ თამაშზე. კარგით რა!!! რეალურად იაზროვნეთ. აქ ფეხბურთი რეამინაციულ მკურნალობასაც აღარ ექვემდებარეა. მე როდის ვიყავი ბოლოს სტადიონზე ვერარც კი ვიხსენე ეს კი იმიტომ არა, რომ ფეხბურთი არ მიყვარს. მიყვარს მაგრამ, ფერხბურთი მხოლოდ და არა ის რაც....ნუ მიკლედ....
goga
10 მაისი 2016 15:54
0
მივესალმებით.კარგია მერაბ შენს გვერდით ვართ.
ვანო
10 მაისი 2016 15:47
0
ერიჰაა, კიდე მაფიოზების იმედით ხართ? ან 90-ანი წლები არ გახსოვთ, ან გაზეთს არ კითხულობთ, ან ტელევიზორს არ უყურებთ?
ჟორდანია ფულს აკეთებდა მაფიოზურად, ეხლა ნაღდ ფეხბურთში ფული კეთდება უკვე პროფესიონალურ დონეზე, კანონიერად, უმაღლესი დონის მენეჯერების დახმარებით.

ამას ქვია ნახტომი უკან.
erihaa
10 მაისი 2016 15:31
0
ჯარჯი21 ..... რაცარიცი იმას ნუ წერ და ყველამ ტავის კლუბებს მიხედოს
prav
10 მაისი 2016 15:17
0
შენ სწავლა-განათლებას მიხედე შენ, შენსას მიხედე! ქუთაისელმა ქომაგმა გადასარევი გულშემატკივრობა იცის და კარგი ხალხის (და არა კლავიატურას ამოფარებული ”მგლების”) პატივისცემაც ;)
jarji21 -ს
10 მაისი 2016 15:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული