"ლიახვი" ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილებას ტრიბუნალში გაასაჩივრებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვი'' გაასაჩივრებს სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც კლუბს უარი ეთქვა ეროვნული ჩემპიონატის ლიცენზიის მიღებაზე.

- სფფ-ის ლიცენზირების აპელაციის ორგანომ კლუბების აპელაციებზე გადაწყვეტილება მიიღო

ცხინვალის "ლიახვის" დირექტორის ზურა ყაულაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სფფ-ის წესდებით აღიარებულ ტრიბუნალში გასაჩივრდება.

"სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილებას ცხინვალის "ლიახვი" სფფ-ის წესდების 59-ე მუხლის თანახმად, სფფ-ის აღიარებულ ტრიბუნალში გაასაჩივრებს.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანოდანაც უარი მივიღეთ, მაშინ სფფ-ის წესდების 61-ე მუხლით ვიხელმძღვანელებთ, რომლის მიხედვითაც კლუბს უფლება აქვს ტრიბუნალის გადაწყვეტილება შვეიცარიაში,
ქალაქ ლოზანაში არსებულ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს," - განაცხადა ზურა ყაულაშვილმა.

ს.კ "ლიახვის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული