"სამტრედია" ევროპალიგაზე საშინაო მატჩს ზესტაფონის სტადიონზე ჩაატარებს

AutoSharing Option
ევროპალიგაზე გასულმა "სამტრედიამ", რომელიც გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, სეზონისთვის მზადება სამშობლოში დაიწყო, დღეს, 14 ივნისს კი ევროპულ შეკრებაზე, სლოვენიაში გაემგზავრება.

გამგზავრებამდე "სამტრედიამ" მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო შეხვედრა 13 ივნისს, გორში, "დილასთან" გამართა და 2:0 გაიმარჯვა. გოლები ბუდუ ზივზივაძემ და გუნდის ახალწვეულმა ბაჩანა არაბულმა გაიტანეს.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.

ია ცეცაძის გუნდის მეტოქე 20 ივნისს გასამართ წილისყრაზე გამოვლინდება. "სამტრედია" მატჩებს 30 ივნისსა და 7 ივლისს გამართავს.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ზ-ს გააქირავბეს აბა რას იზამს სტადიონს შენახვა უნდა და თავისი ხარჟები აქვს. ამ ფედერაციამ ვერ გადაწყვიტა კიდევ სად დაუსვას ზესტაფონი რომელ ლიგაში რის საფუძველძე და ძინავთ ფეხზე ყველას . სამართალია ეს??
mesi
15 ივნისი 2016 10:06
0
მალადეც ზესტას .რაგა უჭირს აქირაოს სტადიონები კოკაიამ..ეგრე არ ჯობია მეტი ფული შემოუა
z
14 ივნისი 2016 22:29
0
bagrati

მაგათ ხომ აქვთ ევროლიცენზია.რაშია პრობლემა?
jango
14 ივნისი 2016 18:05
0
jango
ევროლიცენზია არ დოუგვიანდეს ქუთაისის სტადიონს
bagrati
14 ივნისი 2016 17:01
0
რომელმა ჭარბად განათლებულმა გადაწყვიტა რომ ზესტაფონში ჩატარდეს ეს თამაში?ამოდენა აზროვნების უნარი არა გაქვთ?
თუკი ტორპედოს სტადიონის საფარი სრულ წესრიგშია,ან მოესწრება მოწესრიგება, იქ არ სჯობს 13 000 მაყურებლით მტჩის ჩატარება?ქუთაისლები ზესტაფონშDი არ წავლენ სამტრედიას საყურებლად, სამტრედიელებიც იმ რაოდენობით ვერ წავლენ ზესტაფონში როგორც ქუთაისში (ამის მრავალი მიზეზია ).
ეს არის უმსგავსობა და სრული სისულელე.
სირცხვილი ამ გადაწყვეტილების მიმღებებს.
jango
14 ივნისი 2016 16:52
0
YოჩAღ
Vika
14 ივნისი 2016 15:11
0
წარმატებები ყველა ქართულ გუნდს, იმედია ღირსეულად გამოვალთ წელს.
JiJi
14 ივნისი 2016 13:52
0
ყოჩაღ სამტრედიას,დილას ზედიზედ 3-ჯერ მოუგო ერთ სეზონში(2-ჯერ გორში) მართლაც რთული საქმეა, წარამატებებები სამტრედიას ევრო ტურნირებზე,და მასთან ერთად ყველა ქართულ კლუბს...
romandro
14 ივნისი 2016 13:25
0
მაგარი შეტევა ყავს სამტრედიას..ზივზივაძე,ჯიქია,არაბული,რაჟამაშვილი..დაცვაზე და ნახევარდაცვაზე,აგარ ვსაუბრობ..ტრენერი ხო საერთოდ სუპერ... ენდელაძე დააკლდებათ ძალიან..
gio
14 ივნისი 2016 13:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული