დღეს, 13 ივლისს, პაბლო ფრანკო მარტინის გუნდი პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - ეს საბურთალოელთა პრესატაშე კახა მგელაძემ გვითხრა. მისი ცნობით, თბილისელთა მეტოქე ამ ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის კლუბი "მონტანა" იქნება. ეს მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
"საბურთალოს" მომავალი მოწინააღმდეგე ბულგარეთის პირველობაზე საშუალო დონის გუნდია. დღესდღეობით, კლუბში ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელები ირიცხებიან. ერთადერთი ლეგიონერი 26 წლის ნიგერიელი ნახევარმცველი ოლივიე ბონესი გახლავთ. საინტერესოა, რომ "მონტანაში" ვეტერანი ფეხბურთელი ზდრავკო ლაზაროვიც ირიცხება. ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები (31 მატჩი)
ზდრავკო "ბიძიამ" ("საბურთალოს" ფეხბურთელებს ნამდვილად ეკუთვნის "ბიძიად") კარიერა 1991 წელს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა "საბურთალოს" ძირითადი შემადგენლობის წევრთა დიდი ნაწილი დაბადებულიც არ იყო. რაც შეეხება ყველაზე ახალგაზრდას (21 წლის), "მონტანაში" ასეთი ფორვარდი ათანას ილიევია.
"საბურთალო" და "მონტანა" ამხანაგურად მეორედ ხვდებიან. პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 2014 წელს, თურქულ შეკრებაზე დაუპირისპირდნენ. მაშინ "მონტანამ" 1:0 გაიმარჯვა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"