თემურ მახარაძის შეგირდებმა ეს მატჩიც მოიგეს (მანამდე "შუქურასთან" 3:0, ხოლო "ტორპედოსთან" 1:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისში გავიდა, როცა ლევან ინგოროყვამ მცველთა შეცდომით ისარგებლა.
ლანჩხუთელებმა ტაიმები კვლავ სხვადასხვა, მაგრამ თანაბარი შემადგენლობით ჩაატარეს, ხოლო სტუმრები მეორე ნახევარში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდნენ, რამაც გავლენა მოახდინა თამაშის ხარისხზე, მაგრამ არა - შედეგზე.
"გურიის" რიგებში არ უთამაშია სერბ მეკარე ალეკსანდარ იოვანოვიჩს. ავადმყოფობის გამო ის სამშობლოში ბრუნდება. მის ნაცვლად გურულები მოლდოველი მეკარის დამატებას
გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, მეგრელიშვილი, აშორტია, ჭეჭელაშვილი, ინგოროყვა, დიასამიძე, ალავერდაშვილი, ქობალია;
მეორე ტაიმში შევიდნენ: თევზაძე, ცინცაძე, ჭეიშვილი, მოროზენკო, ფილიპე, მესხი, სტეფნიაშვილი, დენისი.
დინამო: ტაკიძე, ქუთელია, ტეტუნაშვილი, ფოთელიძე, ქორიძე, ვარშანიძე, კახიანი, კეკუა, თევდორაძე, ჭკუასელი, გაბდოლინი;
მეორე ტაიმში შევიდნენ: ტიმოფეევი, გოგიტიძე, თარხნიშვილი, ქავთარაძე, შონია, მგელაძე, კვანტალიანი, ტვილდიანი, სუხიაშვილი, ბერიაშვილი, ფონიავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"