- "დილას" ამბები: ინვესტორების დაპირება - თანამედროვე ბაზა და ყველანაირი პირობა!
...მოგეხსენებათ, კლუბი ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის და ბიზნესჯგუფიც, რომელიც "დილას" პატრონობის ინტერესს გამოხატავს, მერიასა და ეკონომიკის სამინისტროსთან მართავს მოლაპარაკებებს. თუმცა პროცესი, ცოტა არ იყოს, გაიწელა.
ამასობაში, მოახლოვდა ახალი საფეხბურთო სეზონის სტარტი, გორულ კლუბს კი ვერც მოსამზადებელი შეკრება გამოუვიდა სრულყოფილი და ვერც შემადგენლობა დააკომპლექტა ისე, როგორც ბოლო წლების ქართულ
მოლაპარაკების პროცესსა და ინვესტორზე კომენტარი გორის მერს, ზურაბ ჯირკველიშვილს ვთხოვეთ:
"მუნიციპალური საკუთრების კერძო ინვესტორისთვის გადაცემის თემა ჩვენთვის ახალია. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. აქ არის უამრავი სამართლებრივი ასპექტი, გარკვეული კონფლიქტიც კანონმდებლობასთან, რადგან მუნიციპალიტეტს უფლება არა აქვს, უფასოდ გასცეს ასეთი ობიექტი, ხოლო თუ გასცემს, უნდა გაყიდოს.
ამიტომ, აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, ასევე, გორის მუნიციპალიტეტი, როგორც ერთ-ერთი მხარე. პროცესში, ცხადია, მონაწილეობს თავად საფეხბურთო კლუბიც...
აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს გულშემატკივართა უზარმაზარი არმია, რომელთა ინტერესი დაცული უნდა იყოს.
მოლაპარაკება უკვე თვენახევარია, რაც მიმდინარეობს და გარწმუნებთ, ეტაპობრივად წინ მივდივართ. თქვენთან შეხვედრამდეც ვესაუბრე ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე და მთხოვეს, თქვენი საშუალებით გადამეცა გორელი გულშემატკივრისთვის - პროცესი არათუ არ შეწყვეტილა, არამედ მხოლოდ წინ მიდის, ინვესტორი მოლაპარაკების მაგიდასთანაა და "დილას" მიმართ თავის ინტერესს კვლავ ადასტურებს...
გვესმის, რომ საქმე საჩქაროა, მაგრამ ისიც აუცილებელია, ყველაფერი სრული ლეგიტიმაციის ფარგლებში მოხდეს. მოლაპარაკების დადებითად დასრულება, რასაკვირველია, ჩვენს ინტერესებშიცაა. მეტიც - მისი ჩაშლა პირადად ჩემთვის იქნება დიდი დარტყმა როგორც პოლიტიკური, ისე ადამიანური თვალსაზრისით.
ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და, "დილას" ბოლო წლების წარმატებებში, ქვეყნის ჩემპიონობა იქნებოდა ეს თუ ბრინჯაოს მედლები, მერიის წვლილი მცირე არ ყოფილა. სწორედ ფეხბურთისა და ჩვენი გუნდის სიყვარულის გამო ვუდგავართ მუდამ მხარში "დილას" და ახლაც გვინდა, ყველაფერი გუნდისთვის სასიკეთოდ გადაწყდეს", - თქვა გორის მერმა გადაცემა "ღია კარის დღის" ეთერში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"