
- უმაღლესი ლიგა. II ტური. თეთრი ჯგუფი: "ტორპედო" ვერც იგებს და ვერც იტანს
თბილისის "დინამომ", რომელმაც პირველ ტურში საჩხერეში ადგილობრივ "ჩიხურასთან" ვერ იმარჯვა (0:0), საკუთარ მოედანზე დღეს ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და 3 ქულაც მოიპოვა - 3:0.
ანგარიში მატჩის 26-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა, რასაც 4 წუთში "გურიას" კარში მეორე გოლიც მოყვა - თავი ამჯერად ვახტანგ ჭანტურიშვილმა გამოიჩინა. 64-ე წუთზე საბოლოო ანგარიში კი ჯაბა ჯიღაურმა დააფიქსირა.