მერაბ ჟორდანია ბიზნესჯუფთან ერთად ლანჩხუთის "გურიაში" ინვესტირებას გეგმავს

AutoSharing Option
"ლელოს" ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის "გურიის" ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. ის ბიზნესჯგუფის წარმომადგენელთან ერთად მშობლიურ კლუბში ინვესტირებას გეგმავს.

დადასტურებულია, რომ 29 აგვისტოს ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. ჯერჯერობით, მხარეები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მცირეოდენი დეტალებია დასაზუსტებელ-შესათანხმებელი და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჟორდანია "გურიაში" დაბრუნდება, ამჯერად - მაღალჩინოსნის რანგში.

შეგახსენებთ, რომ ის 80-იანი წლების ტრიუმფალური "გურიის" ცნობილი წევრია. შემდგომში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას, აქტიურად ეხმარებოდა მშობლიურ კლუბს, მათ შორის -
ფინანსურადაც.

სფფ-ის პრეზიდენტობისას ის "გურიის" ლობისტად მიიჩნეოდა. თავადაც აცხადებდა - მართალია, ფედერაციის პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომელიმე კლუბი გამოარჩიოს, თუმცა "გურია" ჩემთვის განსაკუთრებულიაო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძნელი დასაჯერებელია. ვფიქრობ, საბიუჯეტო სახსრების დატაცება გაგრძელდება,უბრალოდ ახლებურადაა შეფუთული.
ვახტანგ ზენაიშვილი
17:47 31-08-2016
0
ყველაფერი დასრულდა როგორც ვიცი და ხელიც მოეწერა საბუთებს.წარმატებები მერაბს და მის გუნდს.მე ლანჩხუთელი ვარ და მივესალმები წარმატებული ლანჩხუთელის კლუბში მოსვლას.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული