ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს

AutoSharing Option
თელავის "კახეთი" ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბია. ის 1936 წელს დაარსდა. გუნდი გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თამაშობდა, რომელიც ტევადობით (12 ათასი) ქართული სტადიონების ათეულში შედიოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში კლუბი ორჯერ, 1972 და 1977 წლებში საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე, "კახეთი" უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, მერე გავარდა და 2005-2007 წლებში დაბრუნდა. ამ ქალაქში გაიზარდნენ ევროპის ჩემპიონი გივი ჩოხელი, ეროვნული ნაკრების წევრები და კანდიდატები - სოსო გრიშიკაშვილი, ალეკო ამისულაშვილი, სანდრო იაშვილი, გოჩა ჭვრიტიძე, ნიკა გელაშვილი... უმაღლეს ლიგაში გიორგი დემეტრაძემ პირველი გოლები სწორედ
"კახეთის" ფორმით გაიტანა.

2007 წელს კვლავ პირველ ლიგაში დაქვეითდა, სადაც 2013-14 წლების სეზონში მე-13 ადგილზე გავიდა, მეორე ლიგაში გავარდა და არსებობა შეწყვიტა. მას შემდეგ თელავში საფეხბურთო კლუბი არ არსებობდა და კახეთის მთავარი ქალაქი უგუნდოდ დარჩა.

არადა, თელავში ფეხბურთი ძალიან უყვართ და წლეულს გუნდი აღადგინეს კიდეც. ამის შესახებ ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი გველაპარაკა:

Sportall.Ge"ორი სეზონი ისე მიილია, კახეთის მთავარ ქალაქში საფეხბურთო კლუბი აღარ არსებობდა. მე თელაველი კაცი ვარ, აქ დავიბადე, გავიზარდე და თამაშიც "გივი ჩოხელის" სტადიონზე დავიწყე. ამიტომ გული მტკიოდა, როცა ვხედავდი, როგორ პარტახდებოდა ჩემს ქალაქში ფეხბურთი.

მერე გუნდი დაიშალა და 2 სეზონი თელავში თამაში არ ჩატარებულა. ჩემთვის და თელაველებისთვის ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. სურვილი არ მტოვებდა, რომ გუნდი აღგვედგინა ან თავიდან ჩამოგვეყალიბებინა.

სწორედ ამ დროს გამოცხადდა, რომ სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების პროგრამას აამოქმედებდა და ერთიან ფონდს აფუძნებდა. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო და ჩანაფიქრის განხორციელება გადავწყვიტე.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მე და ჩემმა მეგობრებმა - ალეკო ამისულაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ ახალი კლუბი, "თელავი" დავაფუძნეთ. გულშემატკივარი ორივეს მშვენივრად იცნობს, ამისულაშვილი თელაველია და აქაურობაზე გული შესტკივა, ვაშაკიძე კი თბილისელია, მაგრამ იდეა ძალიან მოსწონდა და ხედავდა, რომ ამ კლუბს პერსპექტივა ჰქონდა", - ამბობს გრიშიკაშვილი.

მან თავისი ჩანაფიქრი გაგვაცნო:

"ძალიან მცდარია შეხედულება, თითქოს, კახეთში ფეხბურთი პოპულარული არ არის. როგორ არ არის პოპულარული, როცა ხალხი სტადიონს ყოველთვის ავსებდა და პირველ ლიგაშიც კი ბევრი მაყურებელი მოდიოდა?!

ჩვენ საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს. ამჟამად, "თელავი" მხოლოდ რეგიონულ ლიგაში თამაშობს. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, ჩვენი მუშაობა შედეგს გამოიღებს. გარდამავალ ჩემპიონატში მიზნად რეგიონული ლიგის ჯგუფში გამარჯვება დავისახეთ, რომ ეროვნული ლიგა 1-ში მოვხვდეთ, შემდეგ კი საბოლოოდ გუნდის PRO ლიგა 1-ში დაწინაურებაზე ვფიქრობთ.

თელავის გუნდის ქართული ფეხბურთის ელიტაში წლების წინაც გამოდიოდა და საკმაოდ ღირსეულადაც. უმაღლეს ლიგაში თელავის გუნდის ფორმით თავადაც მითამაშია.

10 სექტემბერს, მეორე ლიგის მორიგი ტურია და ორწლიანი პაუზის შემდეგ თელავში მეტოქეს პირველად ვუმასპინძლებთ. ამას საგანგებოდ სტადიონის გახსნა დავამთხვიეთ და ბედნიერი ვარ, ჩემს ქალაქში ფეხბურთის გამოცოცხლებას რომ მოვესწარი".

ირაკლი ვაშაკიძე, კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

"ამ კლუბში თითოეული ჩვენგანი საკუთარ სახსრებს აბანდებს, რადგან ჯერ სპონსორი არ გვყავს და ერთიანი ფონდიდან ჩვენც ისევე გვაფინანსებენ, როგორც ყველა დანარჩენ კლუბს. მაგრამ გუნდის განვითარებისა და სპონსორების მოსაზიდად ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რადგან "თელავს" გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი უზურფრუქტით გადმოსცეს.

შეთანხმება ასეთია - სტადიონი ხანგრძლივ სარგებლობაში გადმოგვეცა, სამაგიეროდ, ჩვენ მისი გარემონტება და მოწესრიგება დავივალდებულეთ. არენის რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია, რომლის ფულსაც ჩვენ თავად ვდებთ.

რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია, გადაიხურა და კეთილმოეწყო საცხოვრებელი კორპუსი და მზად ვართ, იქ ფეხბურთელები დავაბინაოთ. "გივი ჩოხელზე" მოედნის საფარი ხელოვნურია და ფეხბურთის ფედერაციამ ტექნიკა დაგვახმარა. მერე კი გვითხრეს, რომ მარტვილის მოედნის შემდეგ, ეს საქართველოში ხარისხით მეორე ხალიჩაა. ახლა ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება მიმდინარეობს და ტევადობა 3-დან 5 ათასამდე უნდა იყოს - გააჩნია, რამდენს გავწვდებით".

ვაშაკიძის თქმით, ისინი გრძელვადიანი გეგმით მუშაობენ:

"დასახელებული გეგმების გარდა, ჩვენი მიზანია, საფეხბურთო სკოლა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც კლუბს გარკვეული დროის შემდეგ ადგილობრივი კადრებით მოამარაგებს. ახლა კი გუნდში ადგილობრივები არიან, მაგრამ რამდენიმე ახალი მოთამაშეც დავიმატეთ - საკუთარი რესურსით ეროვნული ლიგა 1-ში მოსახვედრად ვერ ვიბრძოლებდით.

ჩვენ ცნობილი ფეხბურთელები დავიმატეთ - თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველები, ალეკო გოგობერიშვილი და გიორგი გაბიდაური, ბოლნისის "სიონიდან" იჯარით მეკარე სოსლან ნანიევი მოვიწვიეთ, ხოლო თბილისის "დინამოდან" 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი ნიკა ბაშალეიშვილი, რომელსაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვაააა მაგარია რა მაგრად გამიხარდა.
Valeri
11 სექტემბერი 2016 00:04
0
გოჩა ჭვრიტიძე )))))))))))))))))
Goga
10 სექტემბერი 2016 22:50
0
რატო ფიქრობს ეს ხალხი რო მარტო სოფელშია ტალანტი და ქალაქში არა,? სოფელში გაზრდილი ბიჩი მგელია და თბილისში გაზრდილი პონნჩიკებზე გაზრდილი?? ( მაგრად ცდები GიორGი) ვერ ვხვდები რატო არ შეიძლება ტალანტი იყოს ხუთოსანი ბავსშვი? და მაინცდამაინც ელემენტარული აზროვნება რო არ აქ და გაუნათლებელია როა, მხოლოდ ასეთ ტიპის ბავშვებს აქვთ ტალანტი?და რატო არ შეიზლება მდიდარ და შეძლებულ ოჯახში დაიბადოს ტალანტი? მემგონი აქ შურს და კომპლექსიანობას აქვს საქმე.../ ტალანტი იბადება ყველგან, და არაა აქ მნიშვნელობა ტერიტორიას და ოჯახის ეკონომიკურობას, მთავარია მწვრთნელები გვყავდეს მაღალი დონის .... ისე თბილისელებიი იყვნენ ყიფიანი, მესხი , ქინქლაძე , არველაძე და აღარ გავაგრძელებ , ესენი პონჩიკებზე დაიზარდნეენ?! / მე შენგან განსხვავებით ყველაგან ერთნაირად ვუყურებ, ყველაგან მინდა იყოს მაღალი დონის მოედნები, სოფლებშიც და რაინობშიც, და ქალაქებშიც...!
Vasili
10 სექტემბერი 2016 21:01
0
Ra modaa es khelovnursapriani moednebi saqartveloshi, mtel msoplioshi ik sadats ki khelovnursapriani moednebia uars amboben khelovnursaprian moednebze da gadadian bunebriv moednebze da chven ra chiri gvchirs to.
Beso
10 სექტემბერი 2016 20:47
0
კახეთი აკლდა მკვდრებს და ესენიც ცოცხლდებიან მკვდრებისთვის
gio
10 სექტემბერი 2016 19:41
0
ძალიან სასიამოვნოა ეს ამბავი.საერთოდ რაიონების საფეხბურთო სკოლებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ფედერაციამ. ვინაიდან ოდითგანვე ქართული ფეხბურთის სიძლიერის განმსაზღვრელი იყო რაიონებში და სოფლებში აღმოჩენილი ტალანტები. იქაური ბავშვი მონატრეულია ბურთს და უფრო მეტად ჟილკიანია,ვიდრე პონჩიკებზე გაზრდილი ქალაქელი ბავშვი .ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში ისეთ მინდორზე ავარჯიშებენ ბავშვებს ,თავმოყვარე ღორი არ გაივლის
გიორგი
10 სექტემბერი 2016 14:53
0
კარგი ამბავია მაგრამ კახეთში რომ ხელოვნურ მოედანს დააგებ ან ფეხბურთი გძულს ან უფულო ხარ და მოედნის მოვლის თავი არ გაქვს...
gogia
10 სექტემბერი 2016 14:24
0
კარგი ამბავია,კახეთს აუცილებლად უნდა ჰყავდეს გუნდი უმაღლეს ლიგაში
კარიმი
10 სექტემბერი 2016 13:56
0
წარმატებას გისურვებთ თელაველებო და სრულიად კახეთს
გიორგი
10 სექტემბერი 2016 12:27
0
ადმინისტრაციას:
იგივე შემართებით და განწყობით რაც მთავარია დიდი ფულით მზად იყო ლაგოდეხში ადამიანი, რომლის სახელიც არ მახსოვს, სამწუხაროდ არც სოფლის სახელი მახსოვს, რომელიც თანხას დებდა ფეხბურთში, თქვენივე საიტზე მაქვს წაკითხული, მაინტერესებს როგორ განვითარდა მოვლენები?
თქვენ არ გაინტერესებთ?
საერთოდ უფრო მეტი რომ ვწეროთ ქართულ ფეხბურთის დეტალებზე, მგონია მხოლოდ წაადგება ყველას და იქნებ ჩვენც მოვესწროთ ჩვენი ნაკრების მოგებებს.
იმედი მაქვს საიტიდან გამოხმაურება იქნება
daviti
10 სექტემბერი 2016 12:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული