უმაღლესი ლიგა. V ტური: "სიონის" და "გურიას" პირველი გამარჯვებები

AutoSharing Option
10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში V ტურის სამი შეხვედრა გაიმართა - ორი "თეთრ ჯგუფში", ერთიც - "წითელ ჯგუფში".

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისის "ლოკომოტივმა" გეგა დიასამიძის დუბლით "ცხინვალს" მოუგო.

მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმეს ლანჩხუთის "გურიამ" და ბოლნისის "სიონმა", რომლებმაც შესაბამისად, ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზუგდიდს" მოუგეს.

V ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა 11 სექტემბერს გაიმართება. ამ ტურში ისვენებენ საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო".

უმაღლესი ლიგა. V ტური
თეთრი ჯგუფი
10.09. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე
გურია-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ევგენი მოროზენკო (27), 1:1 ოთარ კვერნაძე (55) 2:1 გია ჩადუნელი (68).

თბილისი. მიხეილ მესხი. სათადარიგო
ცხინვალი-ლოკომოტივი 1:2
გოლები: 0:1, 0:2 გეგა დიასამიძე (11, 61), 1:2 ჯაბა დვალი (80).

11.09. თბილისი. დინამო არენა. 18:00
დინამო (თბ)-შუქურა

წითელი ჯგუფი
10.09. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 17:00
სიონი-ზუგდიდი 4:1
გოლები: 1:0 ირაკლი ძარია (30), 2:0 ვიაჩესლავ სუშკინი (45), 3:0 ოთარ კობახიძე (59), 3:1 ნიკა ნარმანია (73), 4:1 გიორგი ჯანელიძე (90).

11.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:30
საბურთალო-დილა

11.09. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 17:00
სამტრედია-კოლხეთი
მკითხველის კომენტარები / 11 /
შტელინის ფორმაციის გუნდი ურო კარგი იყო. ხომ არ არის ფარული გარიგება, რომ ტორპედო გადავიდეს პირველ ლიგაში. მართლა არ აყვს კობას თავმოყვარეგბა რომ დაცეროს განცხადება წასვლაზე, არც გუნდის პრეზიდენტი არის სიმაღლეზე, ცუდი სპორტსმენები მოიყვანენ გუნდში, კვერნაძეს ტალანტი და ზრდილობა აკლია, კაპანაძეს სიმაღლე, გურულიც გაფუჭდა.
გოჩა
12:09 11-09-2016
0
ზუგდიდი, ტორპედო, დილა, ეს გუნდები გაიყიდა ხო? ანუ კერძო მფლობელობაში გადავიდნენ ბოლო ბოლო თუ არა?
Fsiuuu
00:08 11-09-2016
0

სიახლეები პოპულარული