თბილისის "დინამო" იურაი იარაბეკს, სავარაუდოდ, ხვალ დაითხოვს

AutoSharing Option
სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკი აღარ გაწვრთნის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იარაბეკს "დინამოს" ხელმძღვანელობა კლუბიდან ხვალ დაითხოვს.

იარაბეკს "დინამოსთან" მოქმედი კონტრაქტი დეკემბრამდე აქვს და როგორც კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, სლოვაკი "დინამოს" კონტრაქტის ამოწურვამდე გაწვრთნიდა, შემდეგ კი თბილისელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებოდათ, მაგრამ მას მერე, რაც უმაღლეს ლიგაში "დინამომ" ზედიზედ 3 ტურში ვერ იმარჯვა, ხელმძღვანელობამ მწვრთნელის გაშვება დააჩქარა.

შეგახსენებთ, რომ იარაბეკი "დინამოს" მთავარ მწვრთნელად 2016 წლის იანვარში დაინიშნა. ამ პერიოდში მან კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი და დავით ყიფიანის სახელობის თასი
მოიგო, ევროტურნირებზე კი ჯერ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ზაგრების "დინამოსთან", შემდეგ კი ევროპალიგის პლეი ოფში პაოკ-თან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მივესალმები თქვენს ძვრებს დინამოში, ბატონო რომან! ფეხბურთელები უნდა შეარჩიოთ, თორემ არ ეშველება გუნდს.
ani
27 სექტემბერი 2016 09:55
0
სწორი გადაწყვეტილებაა სწორ დროს მიღებული, მოვა ახალი მწვრთნელი და თუ კიდევ რამე იქნება შესაცვლელი, მან უნდა გადაწყვიტოს.
Kote
27 სექტემბერი 2016 09:53
0
aburjga-ს. კარგი რა თუ ძმა ხარ. კაცი 72 წლის ხდება. რაღა დროს მაგის მტავარი მწვრთნელობაა. ასიტენტად ან მრჩევლად, კი ბატონო. მიჩიხასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად მე ასე მგონია.
ლუკა
27 სექტემბერი 2016 09:52
0
ძოძუაშვილის დანიშვნა არ შეიძლება? ვერ ივარგგებს?!
aburjga
27 სექტემბერი 2016 09:35
0
Marto iarabaki ar ushvelis sakmes. Dzireuli cvlilebebia sachiro.
Gaketdes gia karis dge da daelaparakos xalxs fifia.
123
27 სექტემბერი 2016 09:02
0
მიმართვა დინამო თბილისის ფან კლუბს:
თქვენ ჩვენზე მეტი გეთქმით. დინამოს გარშემო რაც ხდება სამარცხვინოა.
ცოტა ხნის წინ თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია რომ ეთანხმებით დინამოს პოლიტიკას.
გადახედეთ რა ხდება დინამოში.
ეს გუნდი არ არის.
ეს დანაშაულია და თქვენც ნუ გახდებით ამ დანაშაულის თანამონაწილეები.
მე მგონი არც თქვენ მოგწონთ ასეთი დინამო და ვინ გაიძულად რომ დაეთანხმეთ დინამოს პოლიტიკას.
123
27 სექტემბერი 2016 08:22
0

სიახლეები პოპულარული