თბილისის "დინამო" იურაი იარაბეკს, სავარაუდოდ, ხვალ დაითხოვს

AutoSharing Option
სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკი აღარ გაწვრთნის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იარაბეკს "დინამოს" ხელმძღვანელობა კლუბიდან ხვალ დაითხოვს.

იარაბეკს "დინამოსთან" მოქმედი კონტრაქტი დეკემბრამდე აქვს და როგორც კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, სლოვაკი "დინამოს" კონტრაქტის ამოწურვამდე გაწვრთნიდა, შემდეგ კი თბილისელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებოდათ, მაგრამ მას მერე, რაც უმაღლეს ლიგაში "დინამომ" ზედიზედ 3 ტურში ვერ იმარჯვა, ხელმძღვანელობამ მწვრთნელის გაშვება დააჩქარა.

შეგახსენებთ, რომ იარაბეკი "დინამოს" მთავარ მწვრთნელად 2016 წლის იანვარში დაინიშნა. ამ პერიოდში მან კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი და დავით ყიფიანის სახელობის თასი
მოიგო, ევროტურნირებზე კი ჯერ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ზაგრების "დინამოსთან", შემდეგ კი ევროპალიგის პლეი ოფში პაოკ-თან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მიმართვა დინამო თბილისის ფან კლუბს:
თქვენ ჩვენზე მეტი გეთქმით. დინამოს გარშემო რაც ხდება სამარცხვინოა.
ცოტა ხნის წინ თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია რომ ეთანხმებით დინამოს პოლიტიკას.
გადახედეთ რა ხდება დინამოში.
ეს გუნდი არ არის.
ეს დანაშაულია და თქვენც ნუ გახდებით ამ დანაშაულის თანამონაწილეები.
მე მგონი არც თქვენ მოგწონთ ასეთი დინამო და ვინ გაიძულად რომ დაეთანხმეთ დინამოს პოლიტიკას.
0
Marto iarabaki ar ushvelis sakmes. Dzireuli cvlilebebia sachiro.
Gaketdes gia karis dge da daelaparakos xalxs fifia.
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული