ვიაჩესლავ გროზნიმ საქართველო უკვე დატოვა - რას ფიქრობენ თბილისის "დინამოში"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ გაზეთ "ლელოსთან" გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატის ვიაჩესლივ გროზნის საქართველოში სტუმრობის შედეგებზე ისაუბრა.

სალუქვაძის თქმით, გროზნი ერთადერთი კანდიდატი არაა, ვისაც "დინამო" მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილავს და კონსულტაციები სხვებთანაც გაგრძელდება.

- თქვენთან ხალხი ფეხბურთზე არ დადის? ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" ნახა
- რომან ფიფია: დიახ, ბატონ გროზნისთან მოლაპარაკება დავიწყეთ

"ვიაჩესლავ გროზნიმ უკვე დატოვა თბილისი და კიევში გაემგზავრა. მან სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. გავეცანით მის კონცეფციას, ის კი ჩვენს მოთხოვნებს გაეცნო.

"დინამო" არ იჩქარებს ახალი მწვრთნელის
შერჩევასთან დაკავშირებით. სამწვრთნელო კვალიფიკაციის გარდა, მნიშვნელოვანია, მისი კონცეფცია იყოს თანხვედრაში საკლუბო გეზთან და იცნობდეს ქართულ მენტალიტეტს.

კანდიდატებთან კონსულტაციები გაგრძელდება. ეს შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ შეხვედრის, ისე სატელეფონო საუბრის სახით", - გვითხრა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ამჟამად თამაზ სამხარაძე ასრულებს. ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
"იცნობდეს ქართულ მენტალიტეტს"-ო გვამცნობს "დინამოს" მესვეური. არ მინდა ძალიან კრიტიკული ვიყო, მაგრამ როცა საქმე საკლუბო გუნდის მწვრთნელობას ეხება, რა შუაშია აქ ქართული მენტალიტეტი? თუ დინამოში მხოლოდ ქართველები ითამაშებენ კი ბატონო, მაგრამ..... წარმოგიდგენიათ იტალიურმა "ინტერმა", ასეთივე მოთხოვნა წაუყენოს უცხოურ მწვრთნელს ანუ მოსთხოვოს რომ იცნობდეს "იტალიურ მენტალიტეტს". კარგით რა ხალხნო, კარგით....
niko kovachi
12:13 21-10-2016
0
ბაზასთან ახლოს რესტორნებია დათანხმდება აუცილებლად
romeo
12:28 21-10-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული