"მაშინ მესი, რონალდო, იბრაჰიმოვიჩი იყიდეთ, მაგრამ ეს არაა წარმატების გარანტია..."

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, გროზნიმ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც სიმბოლურ საჩუქარს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- მოგესალმებით, ბატონო ვიაჩესლავ. სამწუხაროდ, თბილისის "დინამოს'' მიმდინარე სეზონში არ აქვს ისეთი შედეგები, როგორსაც ველოდით და მიჩვეულები ვართ. თქვენ ცნობილი ხართ, როგორც "ახალგაზრდების მოყვარული'' მწვრთნელი. შესაბამისად, მაინტერესებს, რამდენად რეალურად გესახებათ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებით წარმატების მიღწევა, რომლებსაც თქვენ აძლევთ შანსს? ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მასშტაბით, არამედ ევროსარბიელის კუთხითაც...
- არა, მხოლოდ
ახალგაზრდა ფეხბურთელებით წარმატებას ვერ მივაღწევთ და არც ვაპირებთ მხოლოდ ახალგაზრდებით თამაშს - მათ გამოცდილ ფეხბურთელებსაც მოვუყვანთ.

ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს და არაა საჭირო ილუზიები, თითქოს მალე მოვა შედეგი. თუ ევროტურნირებზე კარგად გსურთ თამაში, მაშინ მესი, რონალდო, იბრაჰიმოვიჩი იყიდეთ, მაგრამ ეს არაა წარმატების გარანტია... "მანჩესტერ იუნაიტედმა" გიჟური თანხა დახარჯა, მაგრამ ალბათ ვეღარ გაჩემპიონდება წელს.

გულშემატკივარს მოთმინებისკენ მოვუწოდებ, მაგრამ არასწორია, ჩვენგან შედეგს ითხოვდეთ, როცა სტადიონი ცარიელი გვხვდება. მედალს ორი მხარე აქვს: დაიწყეთ თამაშებზე სიარული, მეტ პასუხისმგებლობას გამოაჩენთ ფეხბურთელებში და მერე მოითხოვეთ შედეგი.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ვიაჩესლავ გროზნიმ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა ტყუილა დავობთ მაგათი წამალი ნიშადურია სირბილით მაინც ირბენენ
mmm
01 დეკემბერი 2016 09:40
0
realistia da iluziebis gareshe laparakobs
giga
01 დეკემბერი 2016 06:34
0
დროზე გადაკრას ასი გრამი ტორე მაგარ პახმელიაზე,,ამან დინამოს ფეხბურტელები როგორ უნდა ავარჯისოს,ტეხავს,,ეს ფიფია მტლად ურევს
jiji
30 ნოემბერი 2016 23:16
0
პირველ რიგში გუნდმა უნდა იმუშავოს ძალიან ბევრი რომ ხალხმა დაიწყოს სიარული მოედანზე.. არსებობს ამის გზები, მაგრამ არცერთი გუნდი არ აკეთებს არაფერს... როდესაც ხალხი გაჩნდება სტადიონზე იქ იქნება ბიზნესიც... რითიც შემოსავალი გაუჩნდებათ და არ იქნებიან დამოკიდებულები ერთ ,,კარგ პრეზიდენტზე''... მაგრამ გუნდს როდესაც არც მარკეტინგის განყიფილება გააჩნია არც დირექტორს აქვს სწორი იდეები და ხედვა ის წარმატებას ვერ მიაღწევს..
nika
30 ნოემბერი 2016 18:53
0
მე უბრალოდ მინდა რომ მოინდომონ, გადაახტნენ საკუთარ თავს და გაახარონ სრულიად ქვეყანა! ერთხელ ან უკანასკნელად მაინც შეხვიდეთ იმ დაწყევლილ ჯგუფში!!
svani
30 ნოემბერი 2016 18:49
0
vazha-ს დინამოს ფული უჭირს?!!! შენ იცი რამდენი ქონდა ლორიას თავის დროზე ხელფასი და კიდე ბევრს მაშინ როცა ასტანასთან წააგეს?! და მერე გაუშვა ხალხი ფიფიამ!))) როგორც ევროპულ კლუბებშია ჩისკოს მანქანაც კი მიცეს!))) და აზერბაიჯანს არცისე პატარა სტადიონები აქვთ მაგრამ აი როგორც ზესტაზე ივსება ხალხი ისეა იქაც ისიც ცენტრალურ მატჩებზე)) კი ცნობილები არიან აზერბაიჯანულ კლუბებში რომელი იცოდი ტეო ვიიკსი გაიგე რაც სამტრედიას შეხვდა გაბალა))))))))))) ერთადერთი რომელიც მე გამიგია აზერბაიჯანულ ჩემპიონატში ეს არის აგოლი ალბანელი)) სხვა რომელი უცხოელი ცნობილი ფეხბურთელი იცი აგოლის გარდა?!))) ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა რომ შეუძლია ისეთი ფეხბურთელებით გავიდეს უპრობლემოდ ევროპალიგის პლეიოფშიც კი როგორც ყარაბაღს ყავს)) ოღონდ სწორი სატრანსფერო პოლიტიკა ადამიანებო!
svani
30 ნოემბერი 2016 18:40
0
მესი, რონალდო და იბრაჰიმოვიჩი კი არა, გამართული მენეჯმენტი და სწორი სასელექციო მუშაობაა საჭირო. მაგაზე გროზნი კი არა გუნდის ხელმძღვანელი უნდა ფიქრობდეს, რომლის მოსვლის შემდეგაც დინამოს წარმატებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი გახდა
111
30 ნოემბერი 2016 18:07
0
და ზოგის კომენტარი ამართლებს ვიაჩისლავის აზრს,მაგრამ უნდა იცოდეს მავანმა,რომ რამდენი კაციც არუნდა მივიდეს სტადიონზე აზრი არექნება თუ გუნდში არ მოვლენ მაღალი დონის ფეხბურთელები.ესენი ვერ დარბიან ვერ ურტყამენ პასს ვერაკეთებენ და ხალხის მოსვლა უშველის?
vai tqvens patrons
30 ნოემბერი 2016 17:49
0
მესი,რონალდუ და იბრაგიმოვიჩის ყიდვა რომ შეეძლოს დინამოს,შენ ვინღა გაგაჩერებდა მათ მწვრთნელად???
mamulo
30 ნოემბერი 2016 16:26
0
ჯერ თქვენ დაიწყეთ ფეხბურთის თამაში და სანახაობის ჩვენება და მერე აუცილებლად გაავსებს მაყურებელი სტადიონს.თქვენი მინდორზე სეირნობის საცქერლად არავინ მოის,ნუტუ ეს ასე ძნელი გასაგებია???
mamulo
30 ნოემბერი 2016 16:24
0

სიახლეები პოპულარული