11:30 07-12-2016
დილა-გურია 0:0 - "დილა" დარჩა, "გურია" ვერ გადარჩა[VIDEO]
AutoSharing Option
მწვრთნელებმა ტაქტიკა, ცხადია, პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე შეარჩიეს. უჩა სოსიაშვილს თავისი შეგირდებისთვის, პირველ ყოვლისა, საკუთარი კარის უსაფრთხოებისთვის ზრუნვა ჰქონდა დავალებული, ზაზა ინაშვილი კი გურულებს შესატევად და ორბურთიანი ჩამორჩენის "ამოსაქაჩად" მოუწოდებდა...
მასპინძლები თავიდან მონდომებით ცდილობდნენ, მოწინააღმდეგისთვის ბურთის ფლობის საშუალება მაქსიმალურად მოესპოთ და, შესაბამისად, თამაშის სადავეების ხელში აღების საშუალება არ მიეცათ. ისინი კარგად მოქმედებდნენ უკანა ხაზზე, სადაც დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი ლექსო კვახაძე კი მოისაკლისეს, მაგრამ სამაგიეროდ, ტრავმის გამო თითქმის 4-თვიანი უქმობის შემდეგ რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული გიორგი ქარქუზაშვილი დაემატათ და ისიც, ჩვეულებრივ, საიმედოდ მოქმედებდა.
მართალია, მოვლენები ჯერ ისე ვითარდებოდა, როგორც მასპინძლებს სურდათ, რადგან "გურიის" იერიშებს ხიფათი არ მოსდევდა, მაგრამ ლანჩხუთელებმა ნელ-ნელა გამოაჩინეს ფხა და 25-ე წუთზე ლამის იხეირეს კიდეც.
სტუმრების ერთ-ერთი იერიშისას, გორელებმა საკუთარი ნახევრიდან ცუდად ამოიტანეს ბურთი, რასაც ლანჩხუთელების შეტევა მოჰყვა. იქვე, მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმაც უხერხულად მოიგერია დარტყმული და ბრაზილიელმა დინიზმა გაიტანა, მაგრამ... ამ დროს თანამსაჯს თამაშგარეს ნიშნად ალამი უკვე აწეული ჰქონდა და გოლი არ ჩაითვალა. გურულებმა მსაჯის გადაწყვეტილება აქტიურად გააპროტესტეს, თუმცა... ყვითელი ბარათის (რატი იმერლიშვილი) მეტს ვერას გამორჩნენ.
"დილადან" ძალიან აქტიური იყო გიორგი ერისთავი, რომელიც ორივე ფლანგიდან ახერხებდა მოწინააღმდეგის შეწუხებას და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც კარგად ირჯებოდა. მან კინაღამ შეხვედრის დებიუტშიც მოახერხა გატანა. ტაიმის მიწურულს კი, საჯარიმოში შეჭრილმა, ჯერ თავად ვერ აქცია გოლად სახიფათო ეპიზოდი, ხოლო იქვე, ეტუს დამატებულზეც გადარჩა "გურია".
მეორე ტაიმის დასაწყისშივე სოსიაშვილმა შუა ხაზში დაცვითი კომპონენტი გააძლიერა. იქვე, სტუმრებმა გაამწვავეს იერიშები და "დილა" იძულებული გახდა, თითქმის მთლიანად კარის უსაფრთხოებაზე ეზრუნა.
მე-60 წუთზე დინიზის პასით დავით კირკიტაძის მიეცა სახეირო შანსი, მაგრამ - ამაოდ. 75-ე წუთზე, უკვე ერთდროულად, კირკიტაძემ და დინიზმა ერთი შეტევისას ერთმანეთზე უკეთესი შანსები გაუშვეს ხელიდან.
შეცვლაზე შესული თორნიკე სტეფნიაშვილის დარტყმულიც სახიფათო აღმოჩნდა, თუმცა ბურთს მუჯრიშვილი გადაეღობა.
მოედნის საპირისპირო ნახევარზე კი ერისთავი გურულებს ისევ უქმნიდა პრობლემებს. ის თამამად მიდიოდა ორ მოწინააღმდეგეზე და სპრინტერული სისწრაფით თამაშს აცოცხლებდა... თუმცა მაინც უგოლოდ მოუწია მოედნიდან გასვლა...
ერთი სიტყვით, 0:0 და "დილამ" პრო ლიგა 1-ში ადგილი დაიბევა, ლანჩხუთელები კი ახალ სეზონს ქვედა ლიგაში დაიწყებენ.
უმაღლესი ლიგა. პლეი აუტი. საპასუხო მატჩი
06.12. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-გურია 0:0
პირველი მატჩი 2:0 - გურია-დილა 0:2 - ორი საჩუქრის ამბავი [VIDEO]
დილა: მუჯრიშვილი, ღონღაძე, ქარქუზაშვილი, სალუქვაძე, ეტუ, დანკვე, რაზმაძე, ელიაური (86. ჩახვაშვილი), ნონიკაშვილი (46. სამხარაძე), კალანდარაშვილი, ერისთავი (81. ბიასადილა).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ლომიძე, პაპავა, კაპანაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გურია: იმერლიშვილი, ჩადუნელი, ცინცაძე, პატერსონი (76. გელაშვილი), მეგრელიშვილი, ჭეჭელაშვილი, ნოზაძე, კირკიტაძე (76. იმნაძე), ბარბაქაძე (57. სტეფნიაშვილი), მანოელი, დინიზი.
სათადარიგოები: ხვედელიძე, თევზაძე
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: იმერლიშვილი (25), სამხარაძე (64), ჩადუნელი (84)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჭეჭელაშვილი ჭიაბერი რომ ამ თამაშზე ერთ ერთი საუკეკეთესო იყო რატომ არაფერს წერთ ბატონო ჟურნალისტებო
0
0
rogor dachagres guria, guli mtkiva, gundi romeliz msoflios sensazia iko da ramxela istoria aakvs, sirzxvili tkveni, xalxs romeliz uzomod arian fexburtze shekvarebuli da meti gasartobi ar arsebobs guriashi. da lokomotivi da saburtalo unda ikos umaglesshi 50 kazi ar dadis mati fexburtis sanaxavad, an tu dadis mxolod natesavebi, rat undat gundi?? fedrazias sagol
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული