ახალი ჩემპიონატის მონაწილე გუნდები, დაფინანსება და საპრიზო პრემიები

AutoSharing Option
2017 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ჩემპიონატი მაყურებლის წინაშე ფორმატ და სახელწოდებაშეცვლილი წარსდგება.

გაზაფხულიდან შეიქმნება ორი პროფესიონალური ლიგა PRO 1 ლიგა PRO 2 ლიგა. ორივე ლიგაში 10-10 გუნდი ითამაშებს, რომელიც გარდამალი ჩემპიონატის შედეგად შეირჩა.

ახალი ჩემპიონატი მარტიდან ნოემბრამდე ჩატარდება.

PRO 1 ლიგაში შემდეგი 10 გუნდი იასპარეზებს:
სამტრედია, საჩხერის ჩიხურა, ბათუმის დინამო, თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, თბილისის ლოკომოტივი, თბილისის საბურთალო, ფოთის კოლხეთი, გორის დილა, ქობულეთის შუქურა.

საინტერესოა აღნიშნული გუნდების გეოგრაფია - 6 დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელია, 4 კი აღმოსავლეთის.

PRO 2 ლიგაში შემდეგი 10
გუნდი ითამაშებს
:
ბოლნისის სიონი, ზუგდიდი, ლანჩხუთის გურია, ცხინვალი, თბილისის ვიტ ჯორჯია, გაგრა, რუსთავი, წყალტუბოს სამგურალი, მარტვილის მერანი, ტყიბულის მეშახტე.

მომავალი წლიდან საქართველოს ჩემპიონატი (ყველა ლიგაში) ახალი ფორმატით ჩატარდება: გაზაფხულის დასაწყისიდან ზამთრის დაწყებამდე გათამაშების ყველა მატჩი (და, შესაბამისად, ყველა ქულა) ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება.

დაფინანსება და საპრიზო პრემიები:

PRO ლიგა 1
საბაზისო 1,00 მლნ
სტიმულირება 0,50 მლნ
პრემია 6,00 მლნ
საპრიზო ფონდი 6,00 მლნ

PRO ლიგა 2
საბაზისო 0,70 მლნ
სტიმულირება 0,30 მლნ
პრემია 3,00 მლნ

ეროვნული ლიგა 1
საბაზისო 0,25 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ

ეროვნული ლიგა 2
საბაზისო 0,04 მლნ

შესაძლოა, 10-გუნდიანი ჩემპიონატის გამარჯვებულმა 3,5 მილიონი ლარი მიიღოს, გავარდნილმა - 2,3 მილიონი. ხოლო PRO ლიგა 2-ში გამარჯვებულმა და გავარდნილმა, შესაბამისად - 1,7 მილიონ ლარზე მეტი.

აქვე გეტყვით, რომ უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, ვინც 2017 წლის ზაფხულში ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

- ევროთასების საგზურების მფლობელი ყველა ქართული გუნდი ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 19 /
შეცვალეთ ეს „პრო„1„ და პრო„ 2 ე,სულ მთლად ქართული არ დაგავიწყდეთ და თუ არქმევთ სახელს დაარქვით ან„პრემიერ ლიგა და პირველ ლიგა.მეორე ლიგა.ანდა სუპერ ლიგა და და მიყოლებით პირველი და მეორე ლიგა.დაიწყეთ აუცილებლათ საფეხბურთო სტადიონების შენება,.აღადგინეთ ტორპედოს საფეხბურთო „37„ათასიანი სტადიონი უმაღლეს დონეზე.„ააშენეთ„ბათუმში თანამედროვე „35„ათასიანი საფეხბურთო სტადიონი,ააშენეთ სამტრედიაში „10„ათასიანი საფეხბურთოსტადიონი,ააშენეთ საჩხერეში „8-ათასიანი საფეხბურთო სტადიონი და ასე შემდეგ . დაიწყეთ ინფრასტრუქტურები ფეხბურთიდან და ხალხიც დასაქმდება და მალე შემოსავალიც შემოვა საქართველოში,რადგან კარგი სასტუმროთი და სტადიონების გამო საზღვარგარეთის გუნდები აქ ჩამოვლენ,რაც შემოსავლის საწინდარია.
მამლუქი
12 დეკემბერი 2016 00:38
0
ბავშვთა ფეხბურთი,??????
zaza
11 დეკემბერი 2016 23:23
0
კოკაია მოიყვანეთ ჭკუაზე
კახა
11 დეკემბერი 2016 22:55
0
მოკლედ ვერ ისვენებს ფეხბურთის მმართველი დიდი სამეული თავისი წინდაუხედაობით და სისულელეებით.
6 მილიონი 10 ბუნებრივ საფარს ეყოფა აზრზე ხართ?
3,5 მილიონი მოგებს და 2,3 გაგდებულსო, ეს რა სისულელეა კიდევ? თქვენ რას ჯამბაზობთ ამ ბიუჯეტის ფულებვით?
სანამ პრო ლიგა 1-ის და პრო ლიგა 2- ის ყველა კლუბს ახალი ბუნებრივი საფარი არ ექნება, არავითარი პრიზები არავის.
გაასხვისეთ ყველა კლუბები.კამარა ბიუჯეტის ფულების ჩაჯიბება.
Jango
11 დეკემბერი 2016 19:51
0
+ ზესტაფონი
1
11 დეკემბერი 2016 18:32
0
რავა, დაგპირდათ რამეს?
shorapani
11 დეკემბერი 2016 18:24
0
თუ 3,5 მილიონ ნახევარს მიიღებს გამარჯვებული,პრემიალურების სახით.,გავარდნილი 2,3 მილიონ სამასს ეს უკვე არის 5,8მილიონ რვაასი..დანარჩენი გუნდები ანუ მაგალითად დარჩენილი რვა გუნდი ქულებიდან გამომდინარე გავარდნული თუ მიიგებს ამდენს,დარჩენილი 2 მილიონს მაინც ხომ მიიღეებს,ასე ვიანგარიშოთ,მეტი არ გამოვიდეთ,ამ შემთხვევასჰი უკვე მივიღეთ დარჩენილი რვა გუნდის 16 მილიონი,ამას დამატებული ის 5.8 მილიონი რაც ვაიგარშეტ ჩემპიონზე და გავარდნილზე..ჯამში 22 მილიონს უტოლდება და იქ კიდე 6 მილიონი წერია პრემიალური..აშკარად აბოლებთ გუნდებს და მერე ეტყვით ვერ მოგცემთ ბიუჯეტში არ გვეწერაოოო...
simartle
11 დეკემბერი 2016 18:21
0
3 თბილისი, 3 იმერეთი, 2 აჭარა,
1 ქართლი, 1 სამეგრელო. სადაა
აფხაზეთი, გურია, კახეთი. ლეჩხუმში
გლეხი გააციმბირეს აგიტატორის
ლოზუნგზე "დავეწიოთ და გავუსწროთ
ამერიკასო" პასუხად-"დავეწევით მარა,
ამერიკა წინ სულ არ წავაო?"
წინ არ იხედებით, უკან მაინც გაიხედეთ, ამოშალეთ ისტორიიდან უკვე იგნორირებული რეგიონების
შვილები და რა დაგრჩებათ?
ეს რეგიონები ვერასოდეს ვერ
დაეწევიან და ვერ გაუწევენ კონკურენციას მათ, არა ერთ ხაზთან აღებული სტარტის გამო. სამწუხაროა
ეს ყველაფერი, სამართლიანობა არაა,
შედეგიც შესაბამისი იქნება.
ვეტერანი
11 დეკემბერი 2016 18:02
0
კობი სადა სჰენი დანაპირებიიი ? სირცხვილიაა
zestafoni
11 დეკემბერი 2016 17:43
0

სიახლეები პოპულარული