ბერლინის მკვიდრი ცვაიერი 35 წლისაა. სამსაჯო კარიერა მან 2004 წლიდან დაიწყო, ხოლო ბუნდესლიგაში მუშაობა 2007 წლიდან ანდეს. 2012 წელს ჰერ ცვაიერმა ფიფას არბიტრის სტატუსი მიიღო და უმალ ევროპის ლიგის მატჩებზე დანიშნეს, 2013 წელს კი ლიტვაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებიც განსაჯა. გერმანელი მაშინ გია ცეცაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრების მეტოქეების, ფრანგებისა და სერბების შეხვედრას (1:1) მოემსახურა.
იმავე პერიოდიდან ცვაიერი დააწინაურეს -
სულ ცვაიერმა 27 საერთაშორისო შეხვედრაში 73 ყვითელი და 6 წითელი ბარათი გამოიყენა, ანუ მატჩში, საშუალოდ, 2.7 გაფრთხილება და 0,22 გაძევება.
საინტერესო ფაქტია, რომ კარიერის დასაწყისში ფელიქს ცვაიერი დისკვალიფიცირებული იყო. როგორც გაირკვა, მან იცოდა, რომ "ვუპერტალისა" და "ვერდერის" შეხვედრისას მანიპულაციები მოხდებოდა, მაგრამ ფაქტი დამალა და 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
ამას გარდა, მან ყურადღება 2016 წლის 21 თებერვალს ბუნდესლიგის ეგიდით გამართული მატჩითაც მიიქცია, როცა "დორტმუნდისა" და "ლევერკუზენის" მატჩი (6:2) მთელი 9 წუთით შეაჩერა, რამაც დიდი უსიამოვნება გამოიწვია.
გარდა მსაჯობისა, ცვაიერი უძრავი ქონების აგენტადაც მუშაობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"