"ვაკო ყაზაიშვილი მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ვაკო ყაზაიშვილზეც ისაუბრა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, სერბეთთან საგოლე შანსის გამოუყენებლობისა და კრიტიკის გამო ყაზაიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თანადგომა სჭირდებოდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

"ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას პირადი პრობლემებიც ჰქონდა. ფეხბურთელს ყოველთვის გატანა უნდა. სერბეთის წაგებული მატჩის შემდეგ იგი ძალიან გააკრიტიკეს და ეს დღეები ვაკოსთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

შეხვედრის შემდეგ ყაზაიშვილი მომხდარს
ძალიან განიცდიდა, ფსიქოლოგიურად გატეხილი იყო, მთელი ღამე ტიროდა და ფაქტობრივად, არ ეძინა. ახლა მას ჩემი და ყველას თანადგომა სჭირდება.

თავადაც მსურდა, რომ ჩვენთან ყოფილიყო, ეთამაშა და ამით გამემხნევებინა. საქართველოს ნაკრებს კი მისი დონის ფეხბურთელები სჭირდება", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 61 /
იტიროს იტიროს, ტირილი აჯანსაღებს ადამიანს
გიორგი
30 მარტი 2017 09:28
0
Bაჯოს, ქონდა მაგის პუპუნება.იტალიას,აქვს მაგის პუპუნება. საკარტველოს, ვაკოს,არა აკვს ეგეტი სანსის არ გამოხენების პუპუნება.
Hugo
30 მარტი 2017 08:20
0
არ იყო ჯანო თამაშგარეში და ვაკოს პასის მიღებისთანავე ეძახდა და ანიშნებდა. ვაკოს მტერი არავინ არის და დამიჯერეთ ჯანოს რომ გაეფუჭებინა საჭირო პასის მერე (აჭროდა ბურთი, ან ძელს გაერტყა) ეგ კიდევ სხვა იქნებოდა. მე გული მწყდება ამ არაპროფესიონალიზმზე და დაბალ კლასზე, არასწორ თამაშზე, უსაშველობაზე და უიმედობაზე რაც პირველ ტაიმშივე ჩანდა და თან გუნდის ლიდერისგან ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია, თორემ ბარსამ ჩააგდო თამაში პსჟ-სთან და პირიქით, მაგრამ მათ გუნდობაში და კლასში ეჭვი არავის შეუტანია.
luk-ს
30 მარტი 2017 00:25
0
luk არა ძამი, ვაკოს და ჯანოს შორის რომ ყოფილიყო სერბი, თამაშგარე მაშინ იქნებოდა! ვაკოზე წინ მოწინააღმდეგე არავინ არ იყო.
fsiuuu``
30 მარტი 2017 00:00
0
ერთი ეჭვი მაქვს და გამიქარწყლეთ. დარტყმის მომენტში ჯანო თამაშგარეში არ იყო? ანუ ჯანო ვაკოზე წინ იყო,ვაკო რო ყოფილიყო ჯანოზე წინ ეგ არაა თამაშგარე ვიცი,მაგრამ,იქნებ მაგიტომაც არ მისცა? პლიუს ეგოიზმი პლიუს ყველაფერი დანარჩენი. ?!
luk
29 მარტი 2017 22:25
0
ბევრჯერ ვნახე ეს მომენტი და დავრწმუნდი, რომ ვაკომ ჯანო უბრალოდ ვერ დაინახა... "ბრძენ" სპეციალისტებს კი ვეტყვი, რომ სუპერ კლასის ფეხბურთელების უფრო სუპერ მომენტების "გამაზვაც" მინახია...
tngh
29 მარტი 2017 21:44
0
ყველამ იცით (და თავებს იტყუებთ) რომ ნაკრებში გოლის გატანა და "თავის გამოჩენა! ამ ფეხბურთელებს კარიერის აწყობა მოწყობისთვის ჭირდებათ!
აქ არავინ არ იბრძვის სამშობლოსთვის
აი ზუსტად მაგიტომ არ გააკეთა საგოლე გადაჩემა
jordano
29 მარტი 2017 17:52
0
ზურაბს:
ჯანოს მოეკითხებოდა ისევ თქვენგან.ვაკოს კი მწვრთნელისგან.ვისაც ფეხბურთი უთამაშია იცის,რომ მწვრთნელი თავდამსხმელს ასეთი გოლის არ გატანას არ აპატიებს.
აქ საუბარი მის სწორ გადაწყვეტილებაზეა და არა მომენტის შედეგზე.
მას,როგორც თავდამსხმელს შეცდომა გადაწყვეტილებაში არ დაუშვია.ვიმეორებ,სხვა საქმეა შესრულების ხარისხი.
zaza
29 მარტი 2017 17:29
0
ასეთი კი არა უმარტივესი მომენტები ფუჭდება ფეხბურთში, მაგრამ ... ვაკოს პასის შანსი რომ არ ქონოდა არ იქნებოდა წს რეზონანსი, მაგრამ ამ შემთხვევაში სრული უპასუხისმგებლობა და ეგოიზმი გამოაჩინა ვაკომ სამწუხაროდ. ეს არის პრობლემა და არა ის რომ არ გავიდა გოლი.
Zaza-s
29 მარტი 2017 17:25
0
სერბებს რამდენიც დასჭირდებოდათ ინდენ გოლს გაგვიტანდნენ.
hjk
29 მარტი 2017 17:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული