![](https://sportall.ge/pictures/image31/49df3f9fff40ce3937e2d1e48834bbed.jpg)
ანგარიში მატჩის 28-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელა დარტყმით თორნიკე კაპანაძემ გახსნა.
ტაიმის მიწურულს კაპანაძემ დუბლი გაიფორმა და "ტორპედო" შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. 53-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი ვარლამ კილასონიამ ჩაჭრა. საბოლოოდ, 3:0 ქუთაისელთა სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ ფოთელებს ამ მატჩში ცვლილება არ გაუკეთებიათ. საქმე იმაშია, რომ მათ სათადარიგოთა სკამზე ერთი ფეხბურთელი ჰყავდათ და ისიც - მეკარე, ნიკა შერმადინი.