7 ივნისს, 20 საათზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
11 ივნისს, 19 საათზე (თბილისის დროით 20 საათზე) ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ქალაქ კიშინიოვში, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავენ.
ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში 25 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის 3 ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენშე", პორტუგალია),
მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ესბიერგი", დანია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", რუსეთი), ჯემალ ტაბიძე ("ურალი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ნეფთჩი", აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ლაშა დვალი ("ირტიში", ყაზახეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი)
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ნიკა კაჭარავა ("ეთნიკოსი", კვიპროსი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე ("ორენბურგი", რუსეთი), გიორგი არაბიძე ("შახტარი", უკრაინა)
ვლადიმირ ვაისმა ასევე ის 7 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:
ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი), თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ჯაბა ჯიღაური ("ვარდარი", სკოპიე), ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია)
საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო უახლოეს ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში 2 ივნისიდან შეიკრიბება. ის ფეხბურთელები, რომლებსაც შეკრების დაწყების დროს საკლუბო მატჩები აქვთ დაგეგმილი, ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან.