არაბიძის დუბლი - საქართველოს ნაკრებმა სენტ კიტსი და ნევისი დაამარცხა

AutoSharing Option
7 ივნისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი გამართა სენტ კიტსის და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

სამიდან ორი გოლი გიორგი არაბიძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ არაბიძე მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შემოვიდა, 50-ე წუთზე მისი აქტიურობის შემდეგ ჯარიმა დაინიშნა, რომელიც თავად გიორგიმ შეასრულა და ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა. 70-ე წუთზე არაბიძემ პენალტიც გამოიმუშავა, რომელიც კვლავ თვითონ შეასრულა - 2:0.

მატჩის საბოლოო ანგარიში კი 79-ე წუთზე ლადო დვალიშვილმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება, სადაც
11 ივნისს მოლდოვას ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა ელის.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ეს ისტორიული გამარჯვებაა, ეროვნული ზეიმი უნდა მოავწყოთ და დასვენების დღე გამოვაცხადოდ.
გიორგი
10:06 08-06-2017
0
როცა კუთხურიდან გაათამაშეს ბურთიმ, საგოლე პასი გაკეთდა თამაშგარედა. მე ამ ამხანაგურ თამაშამდე მოლდოვასთან ფავორიტად საქართველოს ვთვლიდი, მაგრამ ამ თამაშის მერე უკვე ასე აღარ ვფიქრობ.
dato
10:18 08-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული