თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე

AutoSharing Option
10 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა.

ეს აუცილებელი ღონისძიება "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ჩვენი ნაკრების ვარჯიშის დაწყების წინ. ქეცბაია პუნქტუალურად გამოცხადდა პრესკონფერენციაზე და კითხვა-პასუხიც დაიწყო...

- ესპანეთთან მატჩისთვის მზადება ნორმალურად მიდის. სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე გაცივდა, დანარჩენი ფეხბურთელები კი თავს კარგად გრძნობენ და ყველანაირად ეცდებიან, რომ ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთონ.

კარგად მოგეხსენებათ, რა დონის ნაკრებს უნდა ვეთამაშოთ. ესპანეთი ბოლო ექვსი წელი დომინირებს, ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთხელ მსოფლიოსი. ვფიქრობ, ეს გუნდი ყველა დროის საუკეთესო
გუნდია.

სასიხარულოა, ასეთი გუნდი რომ ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს ეძლევათ შანსი, გავიდნენ მოედანზე და ყველაფერი დადონ.

ვიცი, რომ ძალიან ძნელი თამაში გველის, მაგრამ უნდა ვიბრძოლებთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ.

- რა იქნება თქვენთვის მისაღები შედეგი ამ შეხვედრაში?
- არწაგება.

- რამდენად არის გუნდი ფსიქოლოგიურად მზად ასეთ მეტოქესთან სათამაშოდ?
- ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად მზად არის. ამ ეტაპზე ნომერი პირველი ამოცანა ბელორუსთან გამარჯვება იყო და ეს მოვახერხეთ.

გამომდინარე იქიდან, თუ რა დონის მოწინააღმდეგეს ვეთამაშებით, ესპანეთთან მატჩში ჩვენს ფეხბურთელებს არანაირი კომპლექსი არ უნდა ჰქონდეთ, ფსიქოლოგიური ზეწოლა არ არსებობს და შესაძლოა, ამან დადებითად იმოქმედოს ჩვენს გუნდზე.

- ესპანეთთან მატჩშიც, ალბათ, ის თავდადებაა საჭირო, რამაც ბელორუსთან გამარჯვება მოგვიტანა...
- გამარჯვება მხოლოდ თავდადებას არ მოუტანია. ზოგმა, სამწუხაროდ, ისე ჩათვალა, რომ თითქოს მხოლოდ თავდადების და ბრძოლის ხარჯზე გავიმარჯვეთ ბელორუსთან. ჩვენ მოედანზე საჩხუბრად არ გავდივართ.

ბელორუსთან, სადაც საჭირო იყო, ვიბრძოლეთ; სადაც საჭირო იყო, ტექნიკა და ოსტატობაც ვაჩვენეთ.

ბელორუსის ნაკრები ძალიან თავდაჯერებული იყო, ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს პრობლემები აქვსო, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ბიჭებმა საპირისპირო დაამტკიცეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

- რა შეიძლება, რომ დავუპირისპიროთ ესპანეთის ნაკრებს?
- მთელი მსოფლიო ცდილობს, რაღაცა დაუპირისპიროს ესპანეთის ნაკრებს, მაგრამ ჯერ ვერაფერს ახერხებს. მჯერა, რომ ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ.

ზღაპრების მოყოლა არ მიყვარს, უმეტესი მწვრთნელები აქ ხალხის დაბოლებაზეა გადასული. არიან ისეთებიც, სულ კბენას და კრიტიკას რომ ცდილობენ. ალბათ, დაკვეთებიც არის.

მინდა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო. იმედია, საფეხბურთო ნაკრებიც ოდესღაც მიაღწევს ასეთ წარმატებას.

- იკერ კასილიასმა პრესკონფერენციაზე ჩვენი ნაკრებიდან ლორია, ანანიძე და ოქრიაშვილი გამოარჩია...
- კარგია, რომ გამოარჩია. ესპანეთთან მატჩს მთელი მსოფლიო ნახავს, რაც საკმაოდ კარგი შანსია ჩვენი ფეხბურთელებისთვის, უკეთეს კლუბებში, უფრო მაღალ დონზე თამაშის პერსპექტივა ჩნდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გუნდის ინტერესებია გასათვალისწინებელი.

- ანანიძე ესპანეთთან ვერ ითამაშებს?
- მინდა იმ ფეხბურთელებმა ითამაშონ, ასი პროცენტით რომ იქნებიან მზად. ანანიძე ორი დღეა, რაც ლოგინში წევს და სასტარტო შემადგენლობაში, ალბათ, ვერ ითამაშებს, შეცვლაზე კი ვნახოთ...

- ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ თავის გამოჩენის მიზნით ზოგმა ფეხბურთელმა ზედმეტად ინდივიდუალურად ითამაშოს?
- ინდივიდუალური თამაში კარგია, როცა ეს საჭიროა. პერსონალური საქმის საკეთებლად აქ არავინ არის მოსული, მთავარი გუნდის ინტერესებია. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური თამაშიც გვჭირდება, როგორც ეს ოქრიაშვილმა გააკეთა ბელორუსთან.

- დაკვეთები ახსენეთ - ჟურნალისტებს გულისხმობდით?
- როგორც ჩანს, ზოგიერთ ჟურნალისტს არ უხარია, საქართველოს ნაკრები რომ იმარჯვებს. სამწუხაროა, რომ ეს ალბათ დაკვეთით ხდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]
გამარჯვებისთვის შემართული ვისენტე დელ ბოსკე, იკერ კასილიასი და ჩავი
თვალსაზრისი: მანიპულაცია საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ
მკითხველის კომენტარები / 8 /
თემურ, იმაზე მეტად აგრესიულები გახადე ბიჭები,ვიდრე შენ იყავ!!!

...ქართული ფეხბურთი გაიღვიძებს მაშინ...როცა ერთხელ და სამუდამოდ უვარყოფთ ე.წ. დაცვით სტილს და სიტუაციის განმუხტვის მცდელობებს პასებით...ეს არ დევს ქართულ ხასიათში და ასეთი თამაშით რაიმე წარმატებაზე საუბარი ზ ე დ მ ე ტ ი ა!!! წინანწარ შეგუებული წაგებულის ფსიქოლოგიიდან თავს ვერასოდეს დაიხსნიან ქართველი ფეხბურთელები!!! .... ქართველი ფეხბურთი უნდა გადაეწყოს მეტად ინდივიდუალური ფეხბურთის თამაშზე,ძალიან აგრესიული სტილით,მუდამ ბურთის ართმევებზე თამაშით მოედნის ყველა წერტილში, ყველა ფეხბურთელისაგან ვალდებულებით,მუდმივი უბურთოდ მოძრაობებით და ფიზიკურად ძლიერ მომზადებით...ასეთი აგრესიული თამაში უნდა დავნერგოთ საქართველოს ჩემპიონატში , ფეხბურთში . ნებისმიერ მოწინააღმდეგეს აგრესიული თამაში უნდა მოვახვიოთ თავს და აქედან ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვოთ...ვიმეორებ...ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგაც კი...მხოლოდ და მხოლოდ ასეთი თამაში გახდება ქართული ფეხბურთის სახე,სტილი!!! და მხოლოდ ასეთი თამაშით მივაღწევთ წარმატებებს!!! სხვა შემთხვევაში მუდამ ასე საშუალოზე დაბალი და საშუალო ევროპული დონის ნაკრები გვეყოლება!!! ---- მხოლოდ და მხოლოდ აგრესიული სტილი მოედნის ყველა მონაკვეთზე, ასეთი თამაში აიძულებს ქართველ ფეხბურთელებს იყონ გაცილებით მეტად ძლიერნი ფ ი ზ ი კ უ რ ა დ (!!!) და ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი უ რ ა დ (!!!) წარმატებები!!!


---------
glaxuna
11:05 11-09-2012
0
დღეს "დიდი დღეა, დიდი"... გახსოვთ 1995 წელი, 11 ოქტომბერი? იმ დღესაც თბილისში ორი თამაში გაიმართა საქართველო-ბოსნია (კალათბურთი) და საქართველო-ბულგარეთი (ფეხბურთი), ორივე მოვიგეთ და მეორე დღეს "სარბიელი" გამოვიდა ქართველების "გამარჯვების დღე-სასწაული"-ო ეწერა... დღესაც, როგორც მაშინ ორი მატჩია, რიცხვიც 11, მჯერა, ჩვენი ბიჭების, თავს არ დაზოგავენ, ღირსეულად, ბრძოლით, ჟინით, თავდადებით და ჩვენი ერთგული ქომაგობით რომ გაიმეორებენ "გამარჯვების დღე-სასწაულს"
რუთა
11:17 11-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული