თემურ ქეცბაიას რისხვა კომენტატორებს: ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა [VIDEO]

AutoSharing Option
8 ნოემბერს, დავით მინაშვილის გადაცემა "არენას" ეთერში (საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი) საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ქართველი კომენტატორები გააკრიტიკა.

ქეცბაიამ მატჩების ტრანსლიაციისას ქართველი და უცხოელი კომენტატორების მუშაობა ერთმანეთს შეადარა (იხილეთ ვიდეო).

"კომენტატორს, რომელსაც მიჰყავს თამაში, იმაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, თუ რა საშინელ ფეხბურთს თამაშობს გუნდი, ვინ დააყენა და ვინ არ დააყენა მწვრთნელმა...

გულშემატკივარს სურს, რომ შენ თამაში წაიყვანო. კომენტატორები, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ისე უნდა მოიქცეთ. იქ ფეხბურთზე თამაშის წინ ერთსაათიან შეხვედრებზე მსჯელობენ, ასევე შესვენების დროს, ან თამაშის
შემდეგ... იქ ხარ უკვე ჟურნალისტი.

ყველაზე ცუდი იცით რა არის ჩვენს ქვეყანაში? ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა. იმის გაგება კი არ გვინდა, რა არის ჩვენი გასაკეთებელი.

გულდასაწყვეტი არ არის - ნაკრები წავედით ფინეთში და ერთი ჟურნალიტიც არ წამოგვყვა. თქვენ (I არხმა) თამაში არ ანახეთ ლუქსენბურგში 5 ათასი ევროს გულისთვის და აქედან მიგყავდათ თამაში.

კარგით, ვთქვათ ფინეთი შორს იყო, მაგრამ ბელორუსში ხომ ყოველდღე დაფრინავს თვითმფრინავი?! მე რომ ჟურნალისტი ვარ და მინდა რაღაცა გავაშუქო, წავალ და სულაც აეროპორტში დავიძინებ, სამაგიეროდ თამაშს ვუყურებ და მერე ერთ-ორ კითხვას დავსვამ.

შევდივარ პრესკონფერენციაზე (ბელორუსი-საქართველოს მატჩის შემდეგ) და ვხედავ უკრაინელ, ბელორუს, რუს ჟურნალისტებს, ქართველი კი არცერთი არ არის.

თუ მილიონები იხარჯება და აჩვენებთ სერიალებს, საშინელებებს, გარყვნილობებს, ვინ ვისთან წევს და ვის ვისთან სძინავს, ეს პრობლემა მოაგვარეთ...", - თქვა ქეცბაიამ გადაცემის ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 17 /
კომენტატორები რომ მოიკოჭლებენ ამას რა თქმა უნდა (ქუჩური დონეა, და ალბაც მასეთივე ხელფასს იგებენ). შაინტერესოა რომ თემოს მეტი სალაპარაკო არ აქვს, ან არ იცის რომ ჟურნალისტებზე, რაც არ უნდა 9-ნომერი გოიმი იყოს, მისი სალაპარაკო თემა არ არის (როგორც მწვრთნელისა).
0
ჟურნალისტებს რომ მიადექი რატო არ ჩამოხვედით ბელარუსშიო,იმაზე რატო არაფერს ამბობ ფინეთიდან მინსკამდე როგორ იმგზავრა ნაკრებმა?ავტობუსით რომ იჩაკჩაკეთ ვილნიუსიდან ესეც ჟურნალისტების ბრალია?ფედერაციის პრეზიდენტის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი მოგწონს?ვეტერანებს რომ მიადექი და ებლატავე თქვენი დაქცეულია ფეხბურთი ხმას რომ არ იღებდითო,შენ თვითონ არ ხარ ვეტერანი?სადმე ხმა ამოგიღია?რა ნამუსით თხოვდი სხვას Iმის გაკეთებას რაც,შენც გევალებოდა დ. არ აკეთებდი?ჟურნალისტები კი მეტის ღირსები არიან,სიმწრის ოფლი რომ ასხამთ შენტან ლაპარაკის დროს და კითხვის დასმას ვერ გიბედავენ.კითხედ ერთი ამ ბატონს,უამრავ ქვეყანაში რომ არის ნამყოფი,სადმე ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კონტრაქტი არის გასაიდუმლოებული?
daviti
12:31 11-11-2012
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული