გოგიტა გოგუა: თემურ ქეცბაია ფეხბურთზე წინ პირად ინტერესებს აყენებს

AutoSharing Option
არავის "გაუციმბირებია", მაგრამ მომდევნო წლებს გოგიტა გოგუა მაინც შორეულ ჩრდილოეთში გაატარებს - 29 წლის ნახევარმცველმა ორწლიანი კონტრაქტი ხაბაროვსკის "სკა-ენერგიასთან" გააფორმა.

ამ კლუბში არაერთ ქართველს უთამაშია და ხაბაროვსკში ჩასულ გოგუას ნაცნობი სახეები ამჯერადაც დახვდა - ქართველი მცველი გიორგი ნავალოვსკი და ვალდას ივანაუსკასი, რომელიც გოგუას გასულ სეზონში, გორის "დილაშიც" წვრთნიდა.

თავად გოგიტა გოგუა ამბობს, რომ ივანაუსკასთან "შემთხვევით" მოხვდა. კიდევ... ერთ-ერთ ყველაზე კონფლიქტურ და ხისტ ქართველ ფეხბურთელად მიჩნეულმა ნახევარმცველმა სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა...

- ხაბაროვსკში ვალდას ივანაუსკასის ინიციატივით აღმოჩნდი?
- ამას დამთხვევას უფრო
დავარქმევდი, მიუხედავად იმისა, რომ ივანაუსკასთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს.

- საქართველოში გატარებულ სეზონს როგორ შეაფასებ?
- "დინამოსგან" განსხვავებით, გორში გატარებული პერიოდით კმაყოფილი ვარ. "დილაში" ძალიან მეგობრული სიტუაცია იყო, მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელობასთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროდ, ბოლო თვეებში კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ხელმძღვანელობაც შეიცვალა... ეს რომ არა, ჩემპიონი "დინამო" კი არა, ჩვენ გავხდებოდით. ძნელია, როცა მხოლოდ ფეხბურთზე კი არა, პრობლემებზე ფიქრობ... ამის მიუხედავად, ვთამაშობდით და ვიგებდით. ჩვენ მართლა ვიგებდით მატჩებს!

- ისეთ ასაკში ხარ, წესით, კარიერის პიკზე უნდა იყო, შენ კი ხაბაროვსკში თამაში არჩიე...
- ახლა ჩემთვის მთავარია, ყველას ვაჩვენო, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შემიძლია. მით უმეტეს, ნაკრებზეც არ ჩამიქნევია ხელი. საქართველოში თამაში კი აღარ მინდოდა...

- "სკა-ენერგიას" შემთხვევაში ფინანსური მხარე გადამწყვეტი იყო?
- მხოლოდ ფინანსური არა. რუსეთის ჩემპიონატში რვა წელიწადი გავატარე, აქაურ ფეხბურთს კარგად ვიცნობ და გულმა ისევ რუსეთისკენ გამიწია.

- ანუ ნაკრებში თამაშის იმედი არ დაგიკარგავს?
- ეროვნულ გუნდში ჩემზე უფროსი არაერთი ფეხბურთელია და 29 წლისამ მე რატომ აღარ უნდა ვიფიქრო ნაკრებში დაბრუნებაზე?! დაველოდები, როდის შეიცვლება ნაკრების მწვრთნელი...

- მაგრამ ნაკრებმა უკვე არაერთი თავკაცი გამოიცვალა და ყველასთან კონფლიქტი გქონდა...
- ტოპმიოლერისა და ჟირესის ხელმძღვანელობით ყველა მატჩი ვითამაშე; არც კუპერთან მქონია კონფლიქტი, თავად აღარ მიძახებდა... არ მესმის, რატომ იგონებენ ასეთ რაღაცებს? მხოლოდ ქეცბაიასთან მაქვს გაუგებრობა. რატომ? იმიტომ, რომ პირად ინტერესებს ფეხბურთზე წინ აყენებს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის... ვერ დავანახე ჩემი შესაძლებლობები, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და წამოვედი... აზერბაიჯანის და მსგავსი დონის ჩემპიონატებიდან იწვევენ მოთამაშეებს ნაკრებში. ანდა რუსეთის პირველი ლიგა საქართველოს ჩემპიონატს არ სჯობს? მაგრამ უმაღლეს ლიგაში რომ ვთამაშობდი, ქეცბაია არც მაშინ მიძახებდა...

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუას შთამბეჭდავი რეაქცია, როცა ნანუკამ მისი გვარი შეცდომით წარმოთქვა [VIDEO]

გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!
მკითხველის კომენტარები / 14 /
შენი ხასიათის გამო გაიფუჭე კარიერა. დიდი ფეხბურთი უნდა გეთამაშა და რა გამოვიდა? ნუ აბრალებ სხვებს შენს მიერ გაფუჭებულ საქმეს. კაზინო და ფეხბურთი ერთად არ გამოვა
თემური
03 ივლისი 2013 21:08
0
მართალი ხარ,ქეცბაია პირად ინტერესებს წინ აყენებს,იმიტომ რომ ნამდვილი პატრიოტია და თავისი ყვეყნის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს,შენ და შენნაირებს ენის ტლიკინი გამოგდით მარტო
.......
03 ივლისი 2013 13:28
0
ქეცბაია პატრიოტი კაცია შენ და ყენიამ ენის ტარტალის მაგივრად ივარჯიშეთ იქნებ რამე გამოხვიდეთ. თემური ხალხს უყვარს ბიჭო და არაფერი შეგეშალოთ
lasha
02 ივლისი 2013 23:34
0
ამან და ვინც ამას მხარს უჭერს იმან გუნდური ფეხბურთი არ იცის რას ნიშნავს!!
dato
02 ივლისი 2013 17:24
0
არსებობს ფეხბურთელების კატეგორია რომელიც არა გუნდური პრინციპით არამედ პირადი ამბიციებით ხელმძღვანელობს თამაშის დროსაც ესენი არიან ყენია და გოგუა!
dd
02 ივლისი 2013 17:23
0
გოგუა, ნოლი ხარ ... !!!
FCDT-1925
02 ივლისი 2013 13:16
0
100 პროცენტიანი ხარ , ადგნენ და ახალ თაობას მოუყვნენ რის გამო იყვნენ ფარჩაკები, რომ არ გაიმეორონ მათ
. მაგრამ ეგენი ისეთი ეგოისტები არიან კი არ ასწავლია, პირიქით გააფუჭებენ
dm-s
02 ივლისი 2013 12:07
0
თქვენი თაობის ფეხბურთელების თამაშს მე თუ მკითხავ უკვე აზრი არა აქვს :( თქვენ ყველაზე კარგს იზავთ თუ ჩვენ მომავალ თაობას დაუჯდებით და მოუყვებით ყველაფერს, როგორ მოგეღოთ ბოლო პირველივე ხეფასზე, როგორ გეგონათ რომ სულ ბევრი ფული გექნებოდათ და სულ კარგ გუნდში ითამაშებდით, როგორ სვავდით, კაიფობდით და ეხლა როგორ აბრალებთ სხვებს რაღაცეებს, მოკლეთ უთხარით რო მაგრა ჩაიჯვით და არც ერთ შემთხვევაში რო არ უნდა დაგემსგავსონ! ამაზე კარგს თქვენი თაობა საქართველოსთვის ვეღარ გააკეთებს... :( მარტო გოგუაზე არ არის ყველას ეხება!!!
d.m
02 ივლისი 2013 10:33
0
რა ქაქვს სატქმელი.რამე ღირებული გაგიკეთებია ბევრს რო ლაპარაკობ
maseda
02 ივლისი 2013 10:26
0
ამ ბოლო დროს უკვე საკმაოდ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი (გვარებს არ დავასახელებ) ატლიკინებს ენას. ეხლა უკვე აღარ მიკვირს, თუ რატომ ჩააგდო თამაში ამ თაობამ და რატომ ვერ მიაღწია რამეს ღირებულს. ამათ მხოლოდ სხვების დადანაშაულება იციან. გარდა ამისა, როცა ხედავდნენ, რომ მათ თამაშში სერიოზული პროგრესი შეინიშნებოდა, მაშინვე თავში უვარდებოდათ, წყვეტდნენ სათანადო ვარჯიშს და შედეგიც სახეზეა. ოღონდ ეს სხვების ბრალია, მათი არა :) ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდები აღარ მიბაძავენ წინა თაობას!
Kaxa
01 ივლისი 2013 23:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული