დიდიე დეშამი: ქართველმა ფეხბურთელებმა არ მოგვცეს შანსი სახიფათოდ შეგვეტია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან (0:0) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს. გოლის გასატანად ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და რა თქმა უნდა დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ. უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა დავაკელი.

მეტოქის დაცვის ხაზი ვერ გავარღვიეთ და სიტუაციიდან გამოსავალი ვერ ვიპოვეთ. ქართველმა ფეხბურთელებმა არ მოგვცეს შანსი სახიფათოდ შეგვეტია.

შეიძლება პირველი ადგილი ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ მეორე ადგილის დასაკავებლად
ყველაფერს გავაკეთებთ. ფრანკ რიბერის ვერ გავაკრიტიკებ, რადგან როცა ის ბურთს იღებდა უმალ 2-3 ფეხბურთელს შორის ექცეოდა და მაინც ახერხება ბურთის შენარჩუნებას.

მეტოქე გუნდიდან კი თორნიკე ოქრიაშვილს გამოვარჩევდი",
- თქვა დეშამმა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - "ლურჯებს" თბილისში ორი ქულა დავატოვებინეთ
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოქრიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!! :)))
zviad
07:19 07-09-2013
0
დეშამი დარჩა გაღიმებული...
zviad
06:30 07-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული