"სამწუხაროა, რომ წავაგეთ. მოგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ არც წაგებას. საფრანგეთის მატჩის შემდეგ გუნდი ფიზიკურად ისე ვერ მოემზადა, რომ ფინეთთან კარგად ეთამაშა. ვეცდებით, ესპანეთის ნაკრებთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა. პრობლემები მაქვს მასთან. კვიპროსში მუშაობის დროს არბიტრმა საჩემპიონო მატჩი ჩაგვიშალა, მაგრამ იმ წელს ჩემპიონები მაინც გავხდით. იმასაც ვფიქრობდი, უეფასთვის მიგვემართა, რომ არბიტრი გამოეცვალათ. სახლში ისეთი
თავიდანვე მიზნად დავისახეთ მესამე ადგილი, თუმცა ეს არ იყო იმის გარანტია, რომ ამას მივაღწევდით. გუნდი ორი წლის განმავლობაში მომავალი შესარჩევი ეტაპისთვის უნდა მოგვემზადებინა.
ნაკრები როცა ჩავიბარეთ, იმ ციკლში მე-6 ადგილზე იყო, მერე ერთი ადგილით ავიწიეთ. შეიძლება ეს ეტაპი მე-4 ადგილზე დავასრულოთ და იქნებ მომავალში მესამეზეც გავიდეთ.
ხიზანიშვილს რაც შეეხება, ის ავტობუსში არ იყო. ალბათ, ეწყინა, განაცხადში რომ ვერ მოხვდა", - თქვა ქეცბაიამ.
ასევე იხილეთ:
მიქსუ პაატელაინენი: ვფიქრობ, არბიტრი პენალტის დანიშვნით სწორად მოიქცა
ვერც მსაჯმა გვიშველა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა
(მაგალითად ჩვენს კარში დანიშნული ირლანდიასთან).დანარჩენი რა გითხრათ,მთელი თამაში გვჯობდნენ,ერთადერთი სახიფათო მომენტი შევქმენით ისიც სტანდარტულიდან.ხალხნო,დავუშვათ გავიგე რომ,არ გვყავს ექსტრა კლასის ფეხბურთელები,გიჯერებთ რომ,ამ გუნდით უკეტესისმიღწევა არ შეიძლება,მაშინ,ამიხსენით რათ გვინდა მილიონახევარ დოლარიანი მწვრთნელი?ფეხბურთელების მაგივრად თოხები არიანო წერთ,ამიხსენით მაშინ რათ უნდა თოხს ოქროს ტარი?დაუნიშნონ ამ თოხებს ქეცბაიას მეოთხედი რომ ექნება ისეთი მწვრთნელი,ბოლოდან პირველ ან მეორე ადგილზე ისიც გაიყვანს ნაკრებს და დანაზოგი თანხა დაიხარჯოს ბავშვთა ფეხბურთში,ამ თანხით ყველა რეგიონში თითო-თითო კარგი ინფრასტრუქტურით საფეხბურთო ინტერნატის სრულყოფილად ფუნქციონირება შეიძლება რომელიც მომავალში თავის თავს გადასარევად შეინახავს და აღარ დარჩებიან ნიჭიერი ბავშვები უსახსრობის გამო ფეხბურთის გარეშე.