[ექსკლუზივი] თემურ ქეცბაია: ეს თავხედი ბავშვები ყველას ჭკუას ასწავლიან

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სექტემბერში გამართული მატჩები კვლავაც რჩება აქტუალურ თემად. ასე რომ, ყოველგვარი შესავლის გარეშე გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს თემურ ქეცბაიასთან, რომელშიც ეროვნული ნაკრების მწვრთნელს არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ:

- რა იყო ფინეთთან წაგების მიზეზი?
- ფრანგებთან მატჩმა ფეხბურთელებს ბევრი ენერგია წაართვა და როგორც ჩანს, დაკარგულის აღდგენა ვერ მოასწრეს. ის მოთამაშეები, რომლებსაც კლუბში იშვიათად ეძლევათ თამაშის შესაძლებლობა, აშკარად არ აღმოჩნდნენ მზად ასეთი დატვირთვისთვის.

- ფაქტია, რომ ნაკრების ერთ გუნდად შეკვრა არ ხერხდება. მწვრთნელთან კონფლიქტიც რამდენიმე ფეხბურთელს აქვს...
- ყველას აქვს თავისი
აზრი და შეხედულება, კონფლიქტები კი არა მხოლოდ გუნდში, ოჯახშიც ხდება და ეს ნორმალური პროცესია. კონკრეტულად მითხარით, ვის გულისხმობთ?

- რომელი ერთი ვახსენოთ - ყენია, გოგუა, სირაძე და სხვ.
- ყენია და გოგუა მადრიდის "რეალში" თამაშობენ და ჩვენ მაინც არ ვიძახებთ? ანდა, სად თამაშობს გოგუა? არ გაინტერესებთ, რატომ ჰქონდა კონფლიქტი ყველგან, სადაც კი უთამაშია? ნორმალურია, ყენია მაშინ ჩამოვიდეს, როცა თავად მოუნდება ან ნაკრები ახალ კლუბში გადასასვლელად დასჭირდება? თანაც, ამბობს, მე ასე მინდა და თუ არ მოგწონთ, ცივი წყალი დალიეთო!

ყენიაზე უკეთესი ფეხბურთელები მყავდნენ ნაკრებში! გოგუა და ყენია რომ ყოფილიყვნენ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდოდით? მათი ნათამაშები ფეხბურთი ჯერ არავის უნახავს, ეს თავხედი ბავშვები კი გამოდიან და ყველას ჭკუას ასწავლიან. ამიტომაც არის, ვერც ნაკრებში რომ ვერ თამაშობენ და ვერც კლუბში.

საქართველოში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ პიროვნული თვისებების გამო ფეხბურთს ვერსად თამაშობენ!

- მიგაჩნიათ, რომ ამ კონფლიქტებში მხოლოდ ფეხბურთელები არიან დამნაშავენი?
- რაც უნდათ, ის თქვან, თუ მოედანზე გააკეთებენ საქმეს, მაგრამ არც მინდორზე ვარგა რომელიმე და არც მის გარეთ... შესაძლოა, მწვრთნელი არ დაპატიჟოს, მაგრამ ექვსი წელიწადია, ყენია ნაკრების წევრია და ნუთუ ნაკრებში ერთი მეგობარი მაინც არა ჰყავს, ქორწილში რომ მიეწვია?!

ნაკრების ფეხბურთელები თანაგუნდელებზე მეტიც უნდა იყვნენ ერთმანეთისთვის, გუნდი ერთსულოვანი რომ იყოს. ამ თაობას კი ეს აშკარად აკლია. შესაძლოა, ბევრი სხვა რამ გვაკლდა, მაგრამ ჩემს პლეადას ეს თვისება ნამდვილად ჰქონდა.

- თქვენ, როგორც ნაკრების მწვრთნელს, გუნდის გაერთიანებაზე არ გეკისრებათ პასუხისმგებლობა?
- მათ ასაკში აღმზრდელობითი სამუშაო დაგვიანებულია, ან სამ-ოთხ დღეში როგორ შევცვლი? უშეცდომო არა ვარ, ალბათ, მეც დავუშვი ბევრი შეცდომა, მაგრამ იმ ვითარებასთან შედარებით, როგორშიც ნაკრები ჩავიბარეთ, რაღაც წინსვლა მაინც ხომ არის?

ჯადოქარი ხომ არ ვარ, ერთ წელიწადში ფინალურ ეტაპზე გავიყვანო. როცა ნაკრები ჩავიბარე, ორი წლის განმავლობაში მატჩი არ ჰქონდა მოგებული და მეექვსე ადგილზე იყო. წინა შესარჩევ ციკლში მეხუთეზე გავედით, ახლა მეოთხეზე... ეს არ არის შედეგი?

- რა არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელად მუშაობა - მხოლოდ პატივი თუ ერთგვარად სასჯელიც?
- უდიდესი პასუხისმგებლობაა და პატივია, იყო შენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი! ძალიან რთულია, მაგრამ ადვილ საქმეს ხომ ნებისმიერი გააკეთებს?! სამუშაოს პოვნა არ გამიჭირდება, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა იშვიათად ეძლევა ადამიანს და ვამაყობ, რომ რაღაცას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის!

იხილეთ სრულ სტატია

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ყენია ჩემს მოთხოვნებს ვერც პიროვნულად აკმაყოფილებს
NO COMMENT! - ლევან ყენიამ თემურ ქეცბაიას თემა დახურა
თვალსაზრისი: ისევ "ცივი წყლის" ამბავზე
ჯაბა კანკავა: ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს
თემურ ქეცბაია: არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა
საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 28 /
საქართველოს ნაკრებს ჩვენი მეორე ლიგის მწვრთნელიც ეყოფა. როდესაც კარგი ფეხბურთელები გვეყოლება, კარგი მწვრტნელიც მაშინ მოვიწვიოთ.

დაზოგილი თანხა კი ბავშვთა ფეხბურთს მოვახმაროთ!
guja_kakhadze
11:18 22-09-2013
0
რასაც ეს კაცი უძლებს კიდე საღოლ მაგის ჯანმრთელობას ვენაცვალე გულში ქეცბაიას და ყენია მართლა უზდელი ბავშვია და მეტი არაფერი კობიაშვილმა ძაან გაქაჩA ეგ შAლკეში ელემტარული პატივისცემის ამბავი იყო რო დაეპატიჟებინა ან კიდე სხვა ფეხბურთელები წარმატებები ქეცბაიას ნაკრებთან ერთად და ნაკრების გარეშEც
saba
14:33 16-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული