მატჩის წინ გერმანიის ნაკრებმა დანაკარგი განიცადა. როგორც იოახიმ ლიოვის ასისტენტმა თომას შნაიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი და შემტევი ნახევარმცველი ქარიმ ბელარაბი თბილისში ვერ ჩამოვლენ.
ბელარაბის გამოკლების მიზეზი გრიპის ვირუსია, ხოლო "ბაიერნის" მცველი ბადშტუბერი, რომელიც ავსტრალიასთან თამაშში ნაკრებს 2,5-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა, ტრავმირებულია - მას კუნთი დაეჭიმა.
"არაფერია დრამატული. ჰოლგერს დაზიანება იმ ადგილის სიახლოვეს აქვს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. ასე რომ, მისი ჯანმრთელობით ვერ გავრისკავთ. ის ჩვენი გუნდის გეგმებში რჩება", -
იოახიმ ლიოვმა გადაწყვიტა, გამოკლებულთა ნაცვლად არავინ დაამატოს. ასე რომ, გერმანიის ნაკრები საქართველოში 21 ფეხბურთელით მოდის.