წერილი ფანისგან, რომელიც შვაინშტაიგერს ვარჯიშზე გადაეხვია... [VIDEO]

AutoSharing Option
უკვე მთელი მსოფლიო მოიარა ფოტომ, "დინამო არენაზე", გერმანიის ნაკრების ვარჯიშის დროს, მსოფლიო ჩემპიონების კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერს მოედანზე ახალგაზრდა ქართველი გულშემატკივარი რომ შეუვარდა, გადაეხვია და ფეხებზე ხელებით შეეხო.

"ლელოს" იმ ახალგაზრდის მამა დაუკავშირდა და შვილის წერილი გადმოსცა. ამ ახალგაზრდას ლევანი ჰქვია, მაგრამ საკუთარი პერსონის გარშემო აჟიოტაჟს ერიდება და ამიტომ გვარის გამხელა არ ისურვა.

"ყოფილი ფეხბურთელი ვარ, "საბურთალოს" 1997-წლიანების გუნდში ვთამაშობდი და ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების კანდიდატიც ვიყავი. უზომოდ მიყვარს ფეხბურთი და სულ მსურდა, რაღაც
ფორმით ამ სამყაროსთან ახლოს ვყოფილიყავი.

ამ მატჩისთვის მედიამოხალისეობაზე რეკომენდაცია მამუკა კვარაცხელიასთან გამიწიეს. ის გამესაუბრა, შეამოწმა ჩემი ინგლისურის ცოდნა, მომცა რამდენიმე დავალება და შევეცადე, კარგად შემესრულებინა.

სტადიონზე რამდენიმე მოხალისე იყო, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდნენ. მე ერთ-ერთ მათგანთან, მამუკა კუკულაძესთან ერთად დამევალა, რომ 15 წუთით, ვარჯიშის დასაწყისიდან მის დახურვამდე მედიისთვის ფოტოგრაფების შემომსაზღვრელი თოკი დამეჭირა.

თავიდან ინსტრუქციას ზუსტად ვასრულებდი, შემდეგ კი ემოციებმა მძლია და ჩემს საყვარელ ფეხბურთელთან, შვაინშტაიგერთან მივიჭერი, მოვეხვიე და ბუცებზე ხელი დავადე.

ძალიან განვიცდი, მოვალეობა რომ ვერ შევასრულე და ბატონ მამუკას, სხვა მოხალისეებსა და მატჩის ორგანიზატორებს უხერხულობა და პრობლემები შევუქმენი.

მე ქართველი ვარ და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გერმანიის გულშემატკივრობა გულშიც არ გამივლია", - ამბობს ლევანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ალეკო კეკულარიასნაირ ჟურნალისტებს რომ აბლატავებთ იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად
კოტე
15 მაისი 2015 00:21
0
Kidev erti dachoqeba didi sircxvili saqartvelos uaxlesi istoriashi
Ufalo daifare saqartvelo.da aravis fexebtan axarasodes davichoqot...
gocha
03 აპრილი 2015 02:35
0
დახვრიტეთ,ჩამოახრჩეთ,მოკვეთეთ...
ვაი თქვენს პატრონს...მაგას ფეხბურთი მაინც უყვარს.თქვენ თუ გყვარებიათ ვინმე საერთოდ ცხოვრებაში?
Zaza
02 აპრილი 2015 18:01
0
ზურა ვინახარ შენ ასეთი რო გადაშენებაზე საუბრობ ვინ მოგცა მაგის უფლება, შენისთანა ხალხი რო გამრავლდა მართლა ემუქრება გადაშენება ამ ქვეყანას. რაც შეეხება ლევანის წერილს ეხლა ძაან ნუ გამოიდებს თავს და ნუ დაიწყებს მტკიცებას იმის რო ტურმე დზაან მაგრად უყვარს ჩვენი ნაკრები და ძაან მაგრად უგულშემატკივრა. გინახავთ ვინმეს მსგავსი ფაქტი ვინმეს სხვა ქვეყანაში გაეკეთებინოს? მე არსად მინახავს და არც თქვენ და თუ ვინმეს გინახავთ უბრალოდ გვაჩვენეთ და შემდეგ ბოდიშს მოუხდი მე ყველა თქვენგანს. ასე რო ლევან ვერ მოგიწონებ მაგ საქციელს და არც ჩასაფრებული სიტუაციიდან გესაუბრებით ამ ყველაფერს როგორც ზოგიერთებმა დაწერეს აქ.მე მხოლოდ მწყინს როცა ჩემს ქვეყანაში ასეთი რამე ხდება.
GEGA
02 აპრილი 2015 17:33
0
ნამდვილად არაქართულია,თვითონ გერმანელი გულშემატკივარი არ კადრულობს ამას,ჩვენ ხო ყველგან............
მალხაზი
01 აპრილი 2015 09:56
0
შეეშვიით რა მართლა, ნახეს ქვეყნის დამაქცევარი, რა გაუწყალეთ გული.როგორ ვერ ვიტან ამ ბოღმა ხალხს.ჩასაფრებული რომ არიან და ელოდებიან ვისზე გადმოანთხიონ.
tiko
31 მარტი 2015 18:10
0
ინტუქტაჟი რო გაიარე ხომ იცოდი, რომ პრობლემებს შეუქმნიდი ამ ხალხს და ფედერაციას მაგ საქციელის გამო, ვის უჩოქებ რო უჩოქებ ...., მამაშენმა მეტი არაქფერი გასწავლა ....
misha
31 მარტი 2015 15:29
0
კოკა,იდი .. ...
Bacho
31 მარტი 2015 14:21
0
Am bichunias axloblebi gaaqtiurdnen ashkarad
gio196
31 მარტი 2015 14:14
0
სიბრალულუს იწვევს.მთელი ცხოვრება გაჰყვება წამოსაძახებლად.ქმედების გამართლება არ შეიძლება,თორემ საქართველოში წამბაძველების არმია აღმოჩნდება.
Vaxtang
31 მარტი 2015 13:30
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული