აქტუალურ თემაზე: ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრებში მარჯვნივ?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები განახლების გზას ადგას და ამ გზას ყველა დიდი იმედით შევცქერით. ერთი ფაქტია: ეროვნულ გუნდში არის რამდენიმე პრობლემა, რომელთა მოგვარებაზეც სამწვრთნელო შტაბი უკვე მუშაობს...

რა თქმა უნდა, კახა ცხადაძემ და მისმა ასისტენტებმა თავიანთი საქმე იციან, ჩვენ კი ამ პრობლემებზე წერით ვეცდებით, ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას საქმე ოდნავ მაინც გავუადვილოთ.

დღეს უნდა ვიმსჯელოთ პრობლემაზე, რომელიც ერთობ თვალსაჩინოა, ხელისგულზე დევს. ცხადაძის დომინანტ სათამაშო სქემაში უდიდესი როლი ენიჭებათ ისეთ ფეხბურთელებს, რომელთაც მთელი ფლანგის გაკონტროლება შეუძლიათ.

მას შემდეგ, რაც გიორგი ნავალოვსკიმ საქართველოს პასპორტი დაიბრუნა,
მარცხენა ფლანგზე საქართველოს ნაკრებში არსებული პრობლემა, ასე თუ ისე, გადაიჭრა. სამაგიეროდ, ჯერაც პრობლემატურია მარჯვენა ფლანგის საკითხი.

დღეს საქართველოში პოპულარულია აზრი, რომლის მიხედვითაც, მარჯვენა მცველი საერთოდ არ გვყავს. ვფიქრობთ, ასე კატასტროფულადაც არ არის საქმე - ჩვენს ქვეყანაში მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, მარჯვენა ფრთის სრულად გაკონტროლებას რომ შეძლებს.

ცხადია, კანდიდატებს სამწვრთნელო შტაბი განიხილავს და დარწმუნებულნი ვართ, უკვე ზაფხულის შეკრებაზე უჩა ლობჟანიძეს კონკურენტი ეყოლება, რაც ამ ფეხბურთელისთვისაც კარგი იქნება.

მანამდე კი, მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს ჩვენი ნააზრევი იმის თაობაზე, თუ ვინ გვესახება ამ პოზიციაზე სამომავლოდ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. ერთი ცხადია - ნაკრების მომავალი წევრი ძალიან კარგად უნდა უტევდეს და არც დაცვაში დაბრუნება აგვიანდებოდეს. ასეთია თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები.

მაშ, მოდით, გადავხედოთ კანდიდატებს:

კახა ალადაშვილი (31 წლის, სკა ენერგია, რუსეთი)
ამ ეტაპზე, ალადაშვილი უპირველეს კანდიდატად გვესახება. რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ "სკა ენერგიაში". საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე მხოლოდ 7 მატჩია. ეროვნულ გუნდში კარგა ხანია, აღარ უთამაშია.

ოთარ კაკაბაძე (19 წლის, დინამო თბ)
კაკაბაძეს უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. არის თბილისის "დინამოს" ძირითადი შემადგენლობის წევრი და იმ თაობის წარმომადგენელი, რომლისაც ყველას ძალიან გვეიმედება.

ვაჟა ტაბატაძე (24 წლის, დინამო თბ)
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო დროს არ უმართლებს - პერმანენტულმა ტრავმებმა გააწამა. ისევე, როგორც ალადაშვილი და კაკაბაძე, თავს შესანიშნავად გრძნობს შეტევითი ოპერაციებისას.

არჩილ ტვილდიანი (22 წლის, შუქურა)
საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა. ასაკის კვალობაზე, დიდად გამოცდილია და რამდენიმე გუნდის შეცვლაც მოასწრო.

დავით მთივლიშვილი (20 წლის, ზესტაფონი)
ძალიან შემტევი მარჯვენა მცველი. მისი ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ხანდახან შეტევაში ჩართულს უკან ზონის შევსება ავიწყდება. პოტენციალი აშკარად აქვს.

თემურ ღონღაძე (29 წლის, ჩიხურა)
ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა და "ჩიხურას" საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენჯერმე საყრდენადაც მოგვევლინა, მაგრამ ის მაინც კლასიკური მარჯვენა მცველია. აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილება.

ლუკა თათხაშვილი (22 წლის, ვიტ ჯორჯია)
ვისაც ამ ფორმაციის "ვიტ ჯორჯიის" თამაში უნახავს, თათხაშვილის გარჯას აშკარად გამოარჩევდა. ძალიან შრომისმოყვარე, თანამედროვე ტიპის მარჯვენა მცველი, ვინც შესანიშნავად ასრულებს საჯარიმოებს.

* * *
რა თქმა უნდა, ჩვენი წერილით ოდნავადაც არ ვაპირებთ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ფუნქციებში ჩარევას. პირიქით, სწორედ ჩვენ შორის თანამშრომლობა გვესახება ქართული ფეხბურთის მომავალი პროგრესის ერთ-ერთ წინაპირობად და ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიცა და მისი შტაბის წევრებიც ასე ფიქრობენ.

ჩვენ მხოლოდ ნაკრების ის პოტენციური კანდიდატები ჩამოვთვალეთ, რომლებიც ხელისგულზე არიან, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელიც გამოჩნდეს, საერთოდ რომ ვერ წარმოგვიდგენია.

შესაძლებელია, ამ პრობლემატურ პოზიციაზე ისეთი მოთამაშეც კი მოისინჯოს, რომელიც სულაც არაა ამპლუით მარჯვენაფლანგელი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
თუ ვერ შევიგნებთ, რომ მეტოქეს ბურთი უნდა წაართვა და არ დაელოდო, როდის შეცდება, არასდროს არაფერი გამოგვივა ვინც არ უნდა გვყავდეს გუნდში!
3.141592
03 აპრილი 2015 10:51
0
ზვიადის,კლუბებში და ნაკრებებშიც შენზე კაგად ვერკვევი,1990 წლის მუნდიალი მაქვს ნაყურები და კარგად მახსოვს,შენ კი ისიც არ გეცოდინება ვინ გახდა 90 წელს ჩემპიონი,მე გეტყვი,გერმანია გახდა ფიოლერის გოლით,უფრო მეტს გეტყვი,ფიოლერს და მარადონას კომფლიკტი მოუვიდათ და ფიოლერმა გააფურტხა,იცოდიი?
Bacho
02 აპრილი 2015 13:13
0
ზვიადის,ნუ კაცობ და გეუბნები რომ ჩემნაირი გულშემატკივარი ქართულ ფეხბურთს არ ყავს,მე ვთქვი სანამ პრობლემურია კონკრეტული ადგილი მანამ გამოცდილი უცხოელის ნატურალიზება ურიგო არ იქნება და ეს მოსაზრებაა და აქვს რსებობის უფლება.უნამუსო შენკენ მოიკითხე
Bacho
02 აპრილი 2015 13:06
0
თუ მართლა სჭირდებათ - მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა გამოაცხადოს სინჯები. მარჯვენა მცველი, რომელიც გაუძლებს 2 ტაიმის განმავლობაში შეტევას დაეხმაროს და თავის პოზიციაზე დაბრუნებასაც მოასწრებს ის აიყვანონ.
გუჯა კახაძე
02 აპრილი 2015 12:46
0
ვფიქრობ ღონღაძე კარგი კანდიდატია, შეტევაში ყოველთვის კარგად ერთვება და სისწრაფე არ დაეწუნება, ზურგს კიდევ გამოცდილება უმაგრებს, ზესტაფონის კაპიტანი იყო და არც ფსიქოლოგიურად გაუჭირდება
forward
02 აპრილი 2015 10:22
0
ტაბატაძე ვაჟა ეს ბიჭი ქუთაისში თამაშობდა და დინამოს დაევასა და გადაიბირა დძალიან ნიჭიერია უდავოდ გაჩნია პოტენციალი კიდე მომატების თუ საშვალება იქნება ნახოს ნაკრების თვკაცმა ამ ბიჭის თმაშის აუდიო ჩანაწერები.პატივის ცემით ქუთაისელთა ფან კლუბი
simartle
02 აპრილი 2015 10:20
0
ბატონო ალეკო დძალიან გთხოვთ გამოიჩინოთ პროფესიონალიზმი და ჩამოაყალიბოთ კრიტერიუმები რომლების გამოც თვლით ადგილი მიუჩინოთ პრობლემატურ ფლანგზე არაფერ შუაშია ნეპოტიზმი ყველას ყავს ნათესავი ან მოგვარე და კრიტიკა მტრობას არ ნიშნავს თავის დროზე რომ დაგემკვიდრებინათ ევროპაში მიღებული მეთოდი თამაშის შემდგომ მოთამაშის შეფასებისა ეხლა უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით.
კახა
02 აპრილი 2015 01:31
0
ბაჩოს, არ გვინდა მარიაჟი და ბევრი ტლიკინი რა, ხორვატებს და სომხებს რას უყურებ შენი გასაკეთებელი შენ უნდა გააკეთო და ერთი ადგილი უნდა გაანძრიო საქართველოს ნაკრები იმიტომ ქვია რომ ქართველებმა და ჩვენმა უახლოესმა ხალხმა ითამაშონ, ის ვინც საქართველოში დაიბადა გაიზარდა და ა.შ. ჯერ აფხაზები და ოსები არ დაგვიბრუნებია ნაკრებში და რაზეა ლაპარაკი, საერთოდ ნამუსი უნდა გქონდეს რა - ნატურალიზაცია უსამართლობაა და ნაკრები კლუბი არაა! მითუმეტეს როცა გყავს ისეთი ახალგზრდები როგორიც არიან კაკაბაძე და ტვილდიანი!
ზვიადი
01 აპრილი 2015 22:18
0
დაჩი ცნობილაძე ყველაზე კარგი კანდიდატურააა
Misha
01 აპრილი 2015 21:23
0
ხურცილავაა ძალიან მაგარიააა დაუღალავიი და შრომისმოყვარეე ჩამოთთვლილებიდან ყველას ჯობია
gio gio
01 აპრილი 2015 21:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული