რას პასუხობს შვაინშტაიგერის ქართველი ფანი მათ, ვინც "არაკაცობა" და "მოღალატეობა" დასწამა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორ დაუჩოქა "დინამო არენაზე" ქართველმა ფანმა ბასტიან შვაინშტაიგერს, გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათშივე ქართული ინტერნეტსივრცის ჰიტი გახდა.

თუმცა, არა მხოლოდ ქართულის. ვიდეო, სადაც სწორედ ეს ფაქტია ასახული, გერმანულმა bild.de-მ გამოაქვეყნა სათაურით - "თაყვანისცემა საქართველოში - "თავდასხმა" ჩახუტებით ბასტიან შვაინშტაიგერზე".

ამის შემდეგ მოვლენები საქართველოში წარმოუდგენლად განვითარდა: ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც კუმირის მიმართ თაყვანისცემა ამგვარად გამოხატა, სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინებით აიკლეს და ლამის "ქვეყნის ღალატში" დასდეს ბრალი.

ამ თემაზე სასაუბროდ "იმედის კვირამ" მოვლენის გმირი, ლევან სურამელაშვილი მიიწვია.

ახალგაზრ
დამ მაყურებელს უამბო, როგორ აღმოჩნდა მოედანზე და რამ განაპირობა მისი ამგვარი საქციელი. იმ ხალხის და განსაკუთრებით, სპორტული ჟურნალისტების საპასუხოდ კი, რომლებმაც მისი მისამართით ლანძღვა არ დაიშურეს, ლევან სურამელაშვილმა განაცხადა, რომ "ჯობია, საფეხბურთო პრობლემებს მივხედოთ!"

ასევე იხილეთ:
უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას განაჩენს 21 მაისს გამოუტანს

ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]

თვალსაზრისი: ნუ დაუჩოქებ!..
წერილი ფანისგან, რომელიც შვაინშტაიგერს ვარჯიშზე გადაეხვია... [VIDEO]

ქომაგი, რომელმაც კანკავას დაუჩოქა: სისწრაფეში ვაჯობე და ჩავძვერი საიდანღაც [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
წინა კომენტარები სადაა, ისიც გამოდეთ. ახლა დემოკრატები და უშიშრები გახდით უცებ ?! ზრდილობის ნორმები არ იყო დაცული და მაინც გამოაქვეყნეთ? რა საოცრებაა პირდაპირ...
უბედურები ისინი ხართ, ვინ მართლა ტუტრუცანა ჟურნალისტებს ხართ აყოლილნი და ამ ბავშვს ერთწამიანი ემოცია ყელში ამოუყვანეთ. თითონ თუ დაგიჩოქიათ იქ სადაც საჭიროა საინტერესოა. თქვენს სულებში ჩაიხედეთ რა გაგიკეტებიათ კარგი ამ ქვეყნისტვის და მერე იკითხეთ მორალი. ეს საფეხბურთო ჟესია და არა დაჩოქება, ვინც კიდევ ვერ გაიგო....
akaki
16:14 08-04-2015
0
რა მათხოვრები ხართ ამ გვერდის ბლოგერები თუ რა გქვიათ, დადებითი ერთი კომენტარი გქონდათ გაშვებული და ისიც წაშალეთ თქვენ მათხორებო. გეშინოდეთ, მოგეკითხებათ უფლის წინაშე თქვენ უბედურებო. რამდენი დადებითი კომენტარი იყო გამოგზავნილი და სადაა ერთი მაინც. მათხოვრებო
akaki
08:40 08-04-2015
0

სიახლეები პოპულარული