უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას განაჩენს 21 მაისს გამოუტანს

AutoSharing Option
უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმე აღძრა, რომელიც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე მომხდარ ინციდენტებს, მოედანზე გულშემატკივართა შეჭრის ფაქტებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, 31 მარტს, "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონებს დარჩათ (0:2).

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ბრალი თამაშზე უსაფრთხოების ნორმების არასათანადოდ დაცვაში ედება, რის შედეგადაც გულშემატკივრებმა მატჩის დროს მოედანზე შეჭრა მოახერხეს.

საქართველოს გარდა, უეფამ საქმე ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციისა და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგაც აღძრა. ირლანდიის შემთხვევაში საქმე ამ ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელთა მიერ ხუთზე მეტი გაფრთხილების მიღებას
უკავშირდება, პოლონეთს კი სტადიონზე პიროტექნიკის გამოყენების გამო მოუწევს პასუხისგება.

ამ საქმეებზე უეფას სადისციპლინო კომიტეტი 21 მაისს იმსჯელებს, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ფულად სასჯელთან ერთად, მკაცრი სანქციაც ელის: შესაძლოა, 4 სექტემბერს, თბილისში, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ეგიდით გასამართავ საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას ცარიელი ტრიბუნების წინ უმასპინძლოს, - ამის შესახებ ვარაუდი სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გამოთქვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მდააა, რა დებილი ფანებიც ჰყავს ამ ფეხბურთს, ის ფეხბურთი და ფეხბურთელებია. ვერაფერს იტყვი!
mdaa
10:35 02-04-2015
0
ამათ უნდა გადაახდევინო ეგ ჯარიმა
dato
23:08 01-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული