საქართველო-შოტლანდია 1:0 - თითქმის ისევე, როგორც 8 წლის წინ [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

თბილისში, "დინამო "არენაზე" გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა 38-ე წუთზე გაიტანა. სტუმართა საჯარომოში მაღალი ბურთისთვის ბრძოლა ლევან მჭედლიძემ მოიგო და ვაკოს დაუგდო, რომელმაც მარცხენა ფეხით მეკარისგან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.

საქართველოს ნაკრებს ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა "ყრუ დაცვაში" დგომით არ დაუწყია. შოტლანდიის ნაკრები რიგ ეპიზოდებში კი ახერხებდა ბურთის გაკონტროლებას, თუმცა მატჩის ბოლო წუთებამდე ნუკრი რევიშვილის
ართან რეალური სიმწვავე არ შეუქმნია.

სტუმრებს გათანაბრების მეტ-ნაკლებად რეალური შესაძლებლობა მხოლოდ ბოლო წუთებზე, სტანდარტული მდგომარეობების გათამაშების შემდეგ მიეცათ, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, მათ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ სქოთები უკვედ მეორედ ტოვებენ თბილისს გაწბილებულნი - 8 წლის წინათ, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ეს კახა ცხადაძისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი გამარჯვებაა ოფიციალურ შეხვედრაში. საქართველოს ნაკრებს ევროშესარჩევის D ჯგუფში ორი გამარჯვება აქვს, მომდევნო მატჩს კი სტუმრად ირლანდიის ნაკრებთან, 7 სექტემბერს გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (71, მერებაშვილი), ანანიძე (82, დაუშვილი), მჭედლიძე (90+3, ვაწაძე).

მატჩის შემდგომი კომენტარები:
კახა ცხადაძე: ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ
გორდონ სტრაჩანი: ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა
ვაკო ყაზაიშვილი: უფრო კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავტ ბიჰებო
შოთა გუგეშაშვილი
05 სექტემბერი 2015 14:02
0
კველას გილოცავთ, რამდენი ხანია ასეთი დადებითი ემოცია არ მიმიგია ჩვენი ფეხბურთისგან!ძალიან ტრაბახობდნენ, 3კულა უნდა ცავიგოთო, ბუბლიკი ცაიგეს!
Unknown
05 სექტემბერი 2015 09:25
0
დღეს ჩვენ ვითამაშეთ პეხბურთი და მოვიგეთ გილოცავთ
giga
04 სექტემბერი 2015 23:25
0
გილოცავთ!!! ყოჩაღ მთელ ნაკრებს ,ანანიძემ ნაკრებში (რაც მე მინახავს მისი თამაში) მგონი საუკეთესო მატჩი ჩაატარა!მჭედლიძეს დამხმარე ჭირდება,თითქმის ყველა ბურთი მოიგო მაგრამ არავინ ყავდა ახლოს რომ შეშველებოდა!ეს ერთი და სხვა მრავალი!
gavisrolet
04 სექტემბერი 2015 22:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული