[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე: ნაკრებში ხელფასს მაისიდან 25 პროცენტით შევიმცირებ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე მაისიდან ხელფასს 25 პროცენტით მოიკლებს. ეს მან ექსკლუზიურად აუწყა "ლელოს". ცხადია, ეროვნული გუნდის თავკაცს ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე კონკრეტული განმარტება ვთხოვეთ.

თავიდან კახა ცხადაძემ მასსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის ურთიერთობაზე ჩამოაგდო სიტყვა...

- პირველ რიგში, თქვენი გაზეთის საშუალებით, მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მიმართ. მას ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და ვცემ. როცა მოვიდა პოსტზე, მაშინვე შევხვდით ერთმანეთს...

თუ ვინმე შეეცდება, ჩემსა და კობიაშვილს შორის წარმოქმნას დაპირისპირება, ეს არ არგებს
ქართული ფეხბურთის ინტერესებს...

მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ერთი განცხადება გავაკეთო...

- ბრძანეთ...
- ვიცი, რომ დღეს ფეხბურთის ფედერაციაში ფინანსურად მძიმე მდგომარეობაა და ზოგადად, არც ქვეყანაა დალხენილი. მაისამდე მე მაქვს გარკვეული ვალდებულება ფეხბურთის ფედერაციის წინაშე, მაისიდან კი, გადავწყვიტე, ხელფასი 25 პროცენტით შევიმცირო.

- რატომ მაისიდან?
- უკვე გითხარით, მაისამდე ფედერაციასთან გარკვეული ვალდებულება მაქვს.

- ანუ ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი არის ფეხბურთის ფედერაციის მძიმე ფინანსური მდგომარეობა?
- დიახ, ეს გადაწყვეტილება მივიღე საერთო სიტუაციიდან გამომდინარე. ეს არის ერთადერთი მიზეზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 12 /
რას ნიშნავს ახირება ესეიგი თუ ხელფას გაძლევენ და თან შედეგსაც თუ გთხოვენ თურმე ახირება ყოფილა ახირება კიარა მიდი ლევან მიაწექი ბოლომდე რომ დომენტის დროინდელი მაყუთის ვირთხები და ფულის მფლანგველები აღარ დარჩეს მაგ ფედეარაციაში.ცხადაძე კიდე მიხედავს თავის თავს არ დაიკარგება და თუ მუშაობა უნდა ხელსაც არავინ უშლის ასე რო ეს თემა გაზვიადებული მგონია.ფეხბურთის განვითარების ფონდი რომ შეიქმნება ესც კარგია და მუნიციპალური ეგრეთწოდებული გუბერნატორების პირველობაც ისტორიას ჩაბარდება.
qutaiseli
10:28 14-01-2016
0
კახი შენ გვერდით ვარ, მაგარი კაცი ხარ და ესენი რასაც აკეთებენ თავიანთი რაგაც უაზრო ახირებებს არ მიაქციო ყურადღება! ლევან შენ კიდე ზემოდან რასაც გეტყვიან შენც გაიაზრე და ისე მიიღე გადაწყვეტილება)))
svani_7
10:04 14-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული