მკითხველთა უმრავლესობის აზრით, რენე ფერეირამ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველთა უმრავლესობის აზრით, თბილისის "დინამოს" ბრაზილიელმა მცველმა რენე ფერეირამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში უნდა ითამაშოს.

ჩვენს ვებგვერდზე ჩატარდა გამოკითხვა: "უნდა ითამაშოს თუ არა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში რენე ფერეირამ?", რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულთა 54.1%-ის (705) აზრით, რენე ფერეირამ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს.

34.4%-ის (435) აზრით, ბრაზილიელმა მცველმა საქართველოს ნაკრებში არ უნდა ითამაშოს.

გამოკითხულთა 12.6% (164) კი ნაკრებში ნატურალიზების წინააღმდეგია.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1304-მა ადამიანმა მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნატურალიზაციის მომხრე ვარ,ტუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რენეს ნაირი უნიჭო პროვოკატორმა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს ნაკრებში, იყოს ვინმე წესიერი როგორც პიროვნულად ისე პროფესიონალი, და კი ბატონო.
qartveli
09:36 23-01-2016
0
ზალიან მაინტერესებ ს როგორ უნდა ითამაშოს ბრაზილიელმა საკ ნაკრებსი როცა მინიმუმ,საკარტველოს პატსპორტის აჰების მერე 5ცელი უნდა გავიდეს რომ ფიფამ უპლება მისცეს ფეჰბურტელს სხვა ნაკრებში თამასის
dato
14:50 22-01-2016
0

სიახლეები პოპულარული