ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
არაადეკვატური ხელფასის მქონე თანამშრომლები რომლებსაც მუშაობით ვერ ამოაქვთ თავისი გასამრჯელო უნდა გაუშვა, მიუხედავად იმისა რომ ამ ფედერაციასაც ეშლება რაღაც რაღაცეები.
niko
23 იანვარი 2016 14:16
0
როგორც კობიაშვილი -კალაძის ბელადი აღმოჩნდა აფერისტი ასევე თვითონ ისიც აღმოჩნდა არაფერჩიკი და ბლაბლაბლა კაცი! არც მჯეროდა და არც მწამდა,მაგრამ ხალხს ჯეროდა. ხოდა ესენი ასეთ ღადაოებში გაატარებენ დროს და დაგვრჩება ხვიშტი ბოლოს! ცხადაძე კი მაგარია. მაგრამ შეცდა რომ ამ სიბინძურეში ჩაყო ხელი.ამ არაფერჩიკებთან ყოფნას წავიდეს ჯობია...
MARADONA
23 იანვარი 2016 14:16
0
მოკლედ კახა ნაკრების კაპიტნობიდანაც და მწვრტელობიდანაც არასაფეხბურთო ინტრიგების გამო გაუშვეს, არ აცალეს არსად არაფერი საქართველოში... ზუსტად იმის ღირსები ვართ რა დღეშიც ვართ... არა მარტო ფეხბურთში.
როდის უნდა დადგეს საქართველოში დრო როცა ადამიანს ხელშეკრულება და კანონი იცავს და არაა დამოკიდებული ჩინოვნიკის ხუშტურებზე. არაფერიც არ შეცვლილა და არც შეცვლის პერსპექტივა ჩანს, წლებია ასე მოდის და კაცმა არ იცის სადამდე გაგრძელდება
irakli Apkhaidze
23 იანვარი 2016 14:14
0
Tra...shi viyavit daa kidee sigrmeshi mivdivart araferi ar eshveleba fegburts yvelas fuli undaa ... isetma qveynebma gaqashech rom sircxviaa chven sad vart
Maxata
23 იანვარი 2016 14:12
0
ლ'ევან, ლიოგოპეტთან სიარულ'ი არ გაწყენდა :) ყური გვეტკინა ისეთ "ლი"-ებს ურტყამ... ჰერტაში თამაშობდი თუ ზუგიდიდის ბაიაში ? :) და ამ კონკრეტულ' შემთხვევაში, რაც ცხადაძეს ეხება მაგრად რომ ცდები ფაქტია.... დრონი მეფობენ ლ'ევან და არა მეფენი !!!
dave
23 იანვარი 2016 14:11
0
იდეალური წინადადება შეუთავაზებია ფედერაციას.ხელფასი შედეგზე უნდა იყოს მიბმული!!!
Gia
23 იანვარი 2016 14:08
0
maladec kobi miwa daakare fexburts
goga8004
23 იანვარი 2016 14:08
0
gaetriet chveni fexburtidan, acadet cxadazes sichinavaze varesi kofilxar kobiashvili fexburtis mtrebo
goga8004
23 იანვარი 2016 14:06
0
ფუ შე .. ........
vato
23 იანვარი 2016 14:06
0
კობი ....ხარ
რომა
23 იანვარი 2016 14:05
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული