სფფ-იდან ვაისს ჯერ კიდევ ცხადაძესთან უთანხმოებამდე დაუკავშირდნენ?

AutoSharing Option
სლოვაკური გამოცემა pluska.sk საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დანიშვნას ეხმიანება და ერთ საინტერესო დეტალს ახმოვანებს.

სტატიაში - "ქართველებს ფულთან პრობლემები არა აქვთ, ვაისი სიტუაციიდან კარგად გამოძვრა" - წერია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და სლოვაკ სპეციალისტ ვლადიმირ ვაისს შორის პირველი კონტაქტი გასული წლის დეკემბერში შედგა.

იმ დროისათვის კი ფედერაციის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელ კახა ცხადაძეს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ არ იყო - ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ საჯაროდ არაფერი იყო ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის პრეზენტაცია საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე 14 მარტს შედგა.
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ვაისთან მოლაპარაკება თვე-ნახევარი მიმდინარეობდა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რასერჩოდნენ ცხადაძეს ვერ გავიგე ნაკრებმა ცოტა თვალში გამოიხედა და არ აცალეს მუშაობა კახას, ჩვენთან უცხოელებს უფრო აფასებენ ვიდრე ქართველ მწვრთნელებს, ყოველთვის ასე იყო და ახლაც იგივე მეორდება მეგონა კობიაშვილის მოსვლით რაღაც შეიცვლებოდა მაგრამ იმედი თანდათან მეკარგება.
gurami
22 მარტი 2016 19:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული