საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან ამხანაგურად გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, გოლი კი უკვე მე-5 წუთზე გაუშვა. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე დუბლიც მიითვალა. ვაისის თანამემამულეებმა მესამე გოლი ნუკრი რევიშვილის კარში საჯირიმო დარტყმით 70-ე წუთზე გაიტანეს - თავი ადამ ზრელაკმა გამოიჩინა.

აქედან ზუსტად ერთ წუთში უკვე ლევან ყენიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი. ყენიამ ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან,
შემდეგ კი უძლიერესი დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ 1:3 და აშკარაა, საქართველოს ნაკრების თავკაცს საფიქრალი უხვად აქვს.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს.

ჩვენი გუნდი ავსტრიიდან ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს ამხანაგურად რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (79, ჯაბა ჯიღაური), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი (66, ლაშა დვალი), ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 66 /
daabrunet cxadadze tqve .bo
hipara
28 მაისი 2016 11:13
0
ისეთი წარმოდგენა მრჩება ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები მგონი ერთმანეთს ემდურიან აბა ასე შეუთანხმებელი თამაში რგოლებს შორის რას ნიშნავს.
ბესო
28 მაისი 2016 11:12
0
ქეცბაიააა
dato
28 მაისი 2016 10:57
0
ხო დომენტის და რეზის დროს ვგუდავდით ყველა ქვეყანას კობი კაცია და მისი მლანძღველები კიდე ინტერნეტიდან რო ილანძღებით კითხვები მაქვს თქვენს მიმართ ვინც იძახით ადრე მაგრა ვთამაშობდითო ერთი რამდენი თამაში გაქვთ მოგებული ბოლო 5 წელიწადში სამი ან ოთხი თამაში გადაყრილი და გაფლანგული მილიონები აფხაზეთში ყანწით ხელში გაქცეული სიჭინავა აი ეს დაუტოვეს ცხადაძის მომყვანებმა კობიაშვილს ანუ განადგურებული მიწასთან გასწორებული საფეხბურთო მეურნეობა ან რომელი თამაში ითამაშეთ ცხადაძის დროს მაგრად გერმანია გაჯდა თავზე და როარა მეკარე არაერთ ბურთს გაგვიტანდენ პოლონეთმა გაგგუდა რასაც ქვია ესტონეთთმა გადაგიარა და მაშვინ არ გაგჩენიათ პროტესტის გრძნობა და ეხლა გაგიჩდათ ამიტომ მგონია რო ეს სიჭინავას კლანი საერთოდ არუნდა გააკარო ფეხბურთს ახლოსაც სუბიექტივიზმი ღუპავს საქმესაც და ფეხბურთსაც ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ ფული თანაბრად უნდა მოხმარდეს როგორც ბავშვებს ისე კლუბებს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვთა ფეხბურთის კერძო სექტორის ანაბრად მიტოვება .დინამოს ფეხბურთელების მიწვევა ნაკრებში და მათი იქ გამოცდა არუნდა იწვევდეს ამდენ აჟიოტაჟს მიწვეულიდაზოგადად,ფეხბურთელების 99 პროცენტი ვერ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს დაერთი ხუთი წელი მაინც დაჭირდება ამ გუნდის მშენებლობას.
qutaiseli
28 მაისი 2016 10:39
0
მე უკვე აღარც განვიცი, სეგუებული ვარ წინასწარ, თან კაი 1.85 ნაჩუქარი კუში გაქვს, დადე ჩენი ნაკრების წაგებაზე აიღე ფულიუ უეჭველი! თამაშს მმაინც არ ვუყურებ ამათსას ! კობიაშვილის მმართველობა არგაიშვა! ცხადაძე კიარმოგენათრებათ დაუჩოქებთ ბატონო ლევან მაგრამ მაგას კიიცი სადაც ახატიხართ! არაკაცურად არუნდა მოიქცე, რასც დათესე იმას იმკი, ხალხს უყვარდი დღეს Yველა ს... ჩემის თამადობით
c
28 მაისი 2016 10:32
0
kargi ra მარტლა ბიგმიანო სიწინავას და არველაზეების დროს ხო ყვაოდა საქარტველოს ნაკრები
qutaisi
28 მაისი 2016 10:22
0
ლევან დატოვე თანამდებობა და ვაისიც გაიყოლე ,არ გელის ძმაო კარგი ამბავი გული მიგრძნობს.
reso
28 მაისი 2016 10:22
0
ტლუს ფანებმა იბარტყა!! ცხადაძე არა შაშა-კოლა!!
vah
28 მაისი 2016 10:14
0
სიბნელე სუფევს რას ითხოვთ ამ ჭ კლასის ფეხბურთელებისგან ასნავნოიში რო ვერ ხვდებიან რაღაცა ჭ კლასის გუნდებში ცოტა ობიექტურები იყავით 45 წუთის მერე ლოგინი რომ ენატრებათ მაგ ფეხბურთელებისგან ითხოვთ რამეს ბიჩოკებს რომ ისვრიან მოედანზე კარგით რა :)
Sibnele
28 მაისი 2016 09:20
0
საქართველოს ჩემპიონატიდან,რომ გაეკეთებინათ ნაკრები,ცეცაძეს კაჭარავას და ფრუიძეს და პლუს3-4თავმდაბალი ლეგიონერი უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ.
shota
28 მაისი 2016 09:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული