"ხომ გვაქვს უფლება, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან მოგებით გავიხაროთ?! ვაგებთ და გინებით გვიკლებენ; ძლივს გრანდთან მოვიგეთ და ამბობენ, გაუვარდათო.
მე თუ მკითხავთ, კარგია, საკონტროლო თამაშების სერია ასე დამაიმედებლად რომ დავასრულეთ. მესმის, რომ ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობდნენ და მოდუნებულები იყვნენ, მაგრამ ასეთივე განწყობით გავიდნენ ბოსნიასთან და კორეასთან, თუმცა, 3:1 და 6:1 მოუგეს. ისიც გასაგებია, რომ ჩვენთან შედარებით, ესპანეთს ბურთის ფლობის
მაგრამ მეორე მხრივ, გაიხსენეთ - ესპანეთთან ლამის ყველა ნაკრები ასეთი ტაქტიკით თამაშობს, მაგრამ ბოლოს მაინც მარცხდება. ასევე მოხდა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან, სადაც პიკემ მხოლოდ 87-ე წუთზე გაიტანა.
ასე რომ, ნურავის უკვირს - ესპანელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათო. მთავარი ის არის, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოვიპოვეთ", - ამბობს ნავალოვსკი.
- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
29 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს გამარჯვება გუნდისთვის დიდი სტიმულია:
"ზოგიერთ გრანდთან ახლოს ვიყავით წარმატებასთან - გაიხსენეთ თამაშები საფრანგეთთან და გერმანიასთან, მაგრამ ნავსი პირველად გავტეხეთ და მგონია, გულშემატკივარი გავახარეთ. სლოვაკეთთან და რუმინეთთან წაგებები კი უპირველესად ჩვენ გვწყინს.
იმედია, ასეთი სტიმულით შესარჩევ ციკლს კარგად დავიწყებთ და ხალხს გავახარებთ".
ნავალოვსკიმ სიახლეც გაგვიმხილა - ის ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" აღარ ითამაშებს:
"ამ გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, გუნდში სიყვარულსა და თანაგრძნობას ვგრძნობდი, მაგრამ გაუთავებელი გადაფრენები აღარ შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩასვლას, თავისი გადაჯდომითა და ლოდინით, 22 საათი მოვანდომეთ.
მეორე პრობლემა ისაა, რომ სულ სახლი და ოჯახი მენატრებოდა. მოსკოვთან ახლოს რომ ვცხოვრობდე, თბილისში გადმოფრენა შედარებით ადვილი იქნებოდა, მაგრამ ხაბაროვსკიდან თბილისამდე ძალიან რთულია.
ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკე. მართალია, კონტრაქტი ჯერ ძალაშია, მაგრამ ვთხოვე, ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტოთ-მეთქი და მათაც გამიგეს. ასე რომ, ახალ გუნდს ვეძებ".
ნავალოვსკის თქმით, ჯერ კონკრეტული წინადადება არ აქვს:
"თანახმა ვარ, ფინანსურად ოდნავ უარეს პირობებსაც კი დავთანხმდე, მაგრამ იმედი მაქვს, ისეთ ქვეყანაში გადავალ და ვითამაშებ, სადაც ამდენი მგზავრობა არ დამჭირდება და ნორმალური ლიგა იქნება. მაგალითად, პოლონეთში, საბერძნეთში და კვიპროსშიც სიამოვნებით ვითამაშებდი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აგერ მალე მოვა სქეტემბერი, დაიწყება შესარჩევი და გამოჩნდება რა ბიჭებიც ხართ.....